კახა ცხადაძე: ეს ბიჭები თვალსა და ხელს შუა იზრდებიან და მათი მადლობელი ვარ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კლუბის საიტთან კიევის "დინამოსთან" ამხანაგურ მატჩში (0:1) თავისი შეგირდების თამაში დადებითად შეაფასა. სხვათა შორის, უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ქართულმა გუნდმა კიეველებს ტოლი არაფერში დაუდო.

"ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი სპარინგი იყო, ასეთ გუნდებთან თამაში ყველა ასპექტში, ყველა მიმართულებით ბევრ რამეს გვანახებს. ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადეთ, რადგან პირველ რიგში, ტემპიდან და ორთაბრძოლებიდან გამომდინარე, კარგი სამუშაო შეასრულეს.

ერთადერთი, რა თქმა უნდა, რაზეც სამუშაო გვაქვს, ეს ტექნიკური მხარეა. მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ფეხბურთელები ტექნიკის უკმარისობას განიცდიან, მაგრამ ამავე დროს,
დიდი მნიშვნელობა აქვს თვითდაჯერებულობას. იგივე ის გოლი, რომელიც გაგვიტანეს, ძალიან თვითდაჯერებულად შეასრულეს. ჩვენ კი შანსები ვერ გამოვიყენეთ. ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველასთან შეიძლება თამაში, სწორი თამაში, კარგი ფიზიკური მომზადებით და სწორი ტაქტიკით.

ეს ბოლო ორ მატჩში, "ლუდოგორეცთან" და კიევის "დინამოსთან" დავინახეთ, გუნდებთან, რომლებიც ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობენ. მეტოქეს არაფრით ჩამოვრჩებოდით, უბრალოდ, მეტი მუშაობა გვჭირდება, რათა ასეთი წნეხის ქვეშ ყოფნისას, განსაკუთრებით, პირველ 20 წუთში, როდესაც ბურთი ხშირად დავკარგეთ, ბურთის ამოტანა შევძლოთ.

ფეხბურთელი როცა ნერვიულობს, შეცდომას უშვებს. მთავარია თვითდაჯერებულობა. მე ვთვლი, რომ ეს ბიჭები აუცილებლად მოუმატებენ, ვინაიდან "დინამო" ახალგაზრდული გუნდია. ეს ბიჭები თვალსა და ხელს შუა იზრდებიან და მათი მადლობელი ვარ", - განაცხადა ცხადაძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ღმერთო როგორ დავიღალეთ 30 წელი ერთი და იმავეს მოსმენით. რით ვერ დაიზარდნენ ეს ბიჭები რით ვერ?!... შეიგნეთ რომ დღევანდელ ფეხბურთში ყველაფერს წყვეტს სწორი მენეჯმენტი და მიდგომა და არა 20 წლის ბიჭებით ევროპაში გამოსვლა. აუცილებელია რამოდენიმე თუნდაც საშუალო დონის ლეგინერი, გვყავდა სტრედასთნ ახალგაზრდა ბიჭები და შედეგიც გვახსოვს,

პ.ს. მადლობა ბატონ რომანს უკანასკნელ 10 წელიწადში დამაიმედებელი ინტერვიუებისთვის
guriidan
19:25 09-02-2022
2
მესმის ახალგაზრდები არიან,მაგრამ ლეგიონერები ძაან დაბალი დონისები არიან.ბარს ოსეია მხოლოდ ნორმალური.დანარჩენი კაპიკად არცერთი არ ვარგა ევროტურნირებისთვის...საქართველოს ჩემპიონატში კი ბატონო გამოდგებიან.მაგრამ ასეთი შემადგენლობით მინიმალური შანსიც არ არსებობს კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრის.
Master
18:38 09-02-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული