"ცეცაძემ იკადრა ის, რასაც ქართველი ქართველს არ უნდა უკეთებდეს" - Geo Team-ის განცხადება

AutoSharing Option
"ფეისბუქზე" ქართულმა გვერდმა Geo Team-მა განცხადება გაავრცელა და არასასიამოვნო ფაქტზე გაამახვილა ყურადღება:

"მოგესალმებით! მიწევს ძალიან სამწუხარო განცხადების გავრცელება მზიანი ბელეკიდან. დღეს ჩვენი ბოლო სამუშაო დღეა თურქულ ვოიაჟში და კომენტარებში ძალიან ბევრი თხოვნის ფონზე, გადავწყვიტეთ წავსულიყავით "ტორპედო ქუთაისისა" და დანიური "ოდენსეს" მატჩზე, რათა ქუთაისელი ქომაგისთვის ლამაზი ეპიზოდი გვეჩუქებინა.

დილით "დინამო მოსკოვის" და "დინამო თბილისის" მატჩზე მივედით და რადგანაც ემთხვეოდა მატჩები, თბილისური გუნდის შეხვედრიდან ნაადრევად წამოვედით, რადგან მათ მატჩზე 2 დღის წინ ვიყავით და გვსურდა, ქუთაისელები მაქსიმალურად გვესიამოვნებინა.

აი, იქ რაც მოხდა,
სიბრაზისგან მაქსიმალურად ვცდილობ მშვიდად გადმოგცეთ: საქართველოდან ამდენი კილომეტრით მოშორებით ჩასული Geo Team-ი გია ცეცაძემ მატჩიდან გაუშვა. უნდა აღვნიშნოთ, რომ "ტორპედოს" ხელმძღვანელობა ამ ფაქტმა ძალიან დათრგუნა და ისინი ცდილობდნენ სიტუაციაში გარკვევას, თუმცა მთავარი მწვრთნელის პოზიცია შეუვალი იყო.

ახლა გეტყვით, რეალურად რა არის ამის მიზეზი: 2020 წლის დასაწყისში გია ცეცაძე დაინიშნა "საბურთალოში", სადაც მიიყვანა გიორგი ჭანტურია და სურდა გუნდში გაგი მარგველაშვილისთვის კაპიტნობა, ხოლო გიორგი კოხრეიძისთვის 10 ნომერი ჩამოერთმია და გიორგი ჭანტურიასთვის გადაეცა. ჟურნალისტი ვარ, მოვიპოვე ეს ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც დიდ უსამართლობას უკავშირდებოდა და გავაჟღერე. ამის შემდეგ გუნდიდან წასვლა მოუხდა ცეცაძეს. თავად ამბობს, რომ ეს ასე არ იყო და მე ვიტყუები, თუმცა ამას დაგიდასტურებთ ნებისმიერი ფეხბურთელი და გუნდის წევრი, ვინც იმ მომენტში "საბურთალოში" ირიცხებოდა, რომ მართალი ვარ. ჟურნალისტი ვარ და ცალსახაა, ყველას ვერ ვეყვარები. ჩემთვის მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაცია გავაჟღერო და დეზინფორმაციის გამავრცელებელი არ ვიყო!

ეს ყველაფერი დღემდე გულში აქვს ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს და ამის გამო იკადრა დღეს ის, რასაც ქართველი ქართველს არ უნდა უკეთებდეს. ეს არის შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება და საქციელი.

სამწუხაროდ, ჩემი ქუთაისის "ტორპედოსადმი" და ქუთაისელი ხალხისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, დღეიდან, სანამ გია ცეცაძე "ტორპედოშია", "ჯეო თიმის" და ამ გუნდის ურთიერთობა დასრულებულია. ძალიან, ძალიან ვწუხვართ, ქუთათურებო!".

მკითხველის კომენტარები / 24 /
რამ გააგიჟა ამხელა კაცი-ბიჭი ქართულ ფეხბურთს აპიარებს,ან როგორ გაუშვა,მისი სტადიონია?
Levani
10 თებერვალი 2022 22:10
15
აუფ დავიღუპეთ,რაიმე გასაკვირი არ მომხდარა,ცეცაძე და ეგეთები.
ცაი
10 თებერვალი 2022 21:57
9
ჟურნალისტები ბევრს ცოდავენ მაგრამ.ცეცაძე ასე მაინც არ უნდა მოქცეულიყო.მწვრთნელმა პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობა გუნდის და გულშემატკივრების წინაშე,რაც აკისრებს მეტ თმენისვალდებულებას.
gio gio
11 თებერვალი 2022 12:47
4
ყველა მწვრთნელს აქვს თავისი ახირებები. ცეცაძემ შედეგი დადოს და თუ უნდა ყველა ჟურნალისტი გაუყრია სტადიონიდან. სხვათაშორის, ბევრ დიდ გუნდს აქვს მსგავსი დამოკიდებულება, თუ ჟურნალისტი არ მოსწონთ, თამაშზე აკრედიტაციას არ აძლევენ. მაგალითად, რეალ მადრიდის პრესკონფერენციაზე ძირითადად მხოლოდ მათთვის მისაღები ჟურნალისტები ესწრებიან.
პელიდი
11 თებერვალი 2022 05:46
5
აქ შემოვარდა ზოგიერთი არაგულშემატკივარი და ლანძღავს ახალგაზრდა ჟურნალისტს. ხალხო თქვენ ვერ ხართ? კაცმა ასობით კილომეტრი გაიარა, რომ გაეშუქებინა გუნდების მზადების პროცესი და თქვენ აქ ცეცაძეს ამართლებთ. აი რას მოგიტანთ ეგ ცეცაძე მალე გამოჩნდება? ეგ კაცი მას შემდეგ არ მომწონს რაც სლოვაკეთთან მატჩში ძველი ბიჭივით შეიჭრა და დაიწყო კაჩავობა
giga
11 თებერვალი 2022 17:55
10
მეც არ მომწონს Geo Team-ი.
ქ. გ.
11 თებერვალი 2022 11:04
28
არა ხარ სწორი, შენ შენი გასაკეთებელი გააკეთე, მწვრთნელს ეტყვიან მისას, გუნდს და ქომაგებს არაფერი დაუშავებია, ეგ თქვენი პირად საქმის გარეთრე
ქომაგი
11 თებერვალი 2022 09:11
2
ინტრიგანია ეს ხო
Leva
11 თებერვალი 2022 01:14
28
ინტრიგანია არა ის კიდე... რა ინტრიგანი ცეცაძე არ იყო თამაშზე რომ დაიწყო გაწევა და გინება ახალგაზრდულის? უნდა შეგეძლოს ნერვების კონტროლი მწვრთნელუ თუ ხარ. გამოაგდო რა , თავისი გუნდისთვის უარესი გააკეთა.სხვაგან ფულს უხდიან რომ გააშუქო და ჩვენ გადაღებას ვუშლით.
დიმო
11 თებერვალი 2022 16:47
6
ვინ არის ეს "გეო თემი"???
tngh
11 თებერვალი 2022 12:56
2

სიახლეები პოპულარული