თურქეთში ქუთაისის "ტორპედომ" მესამე ამხანაგური შეხვედრა გამართა. ქართული გუნდი დანიურ "ოდენსესთან" 0:1 დამარცხდა.
სკანდინავიელებმა ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე გაიტანეს.
ქართული გუნდის შემადგენლობა ასეთია: კვასხვაძე, ნადარაია, სანდოხაძე, მირცხულავა, ქიმაძე, ცინცაძე, მანჯგალაძე, შუალია, პაპუნაშვილი, არაბიძე, მჭედლიძე.