სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა

AutoSharing Option
"საბურთალო" თურქეთში ბოლო საკონტროლო მატჩში რუსეთის პირველი ლიგის ლიდერ "ორენბურგთან" 2:3 დამარცხდა.

თავდაპირველად, ირაკლი სიხარულიძემ გახსნა ანგარიში, მაგრამ "ორენბურგის" ფეხბურთელებმა პირველი ნახევრის მიწურულს აღადგინეს წონასწორობა. თუმცა, საწყის 45 წუთში საბურთალოელებს ორჯერ მართებდათ გოლის გატანა.

მეორე ტაიმში მეტოქე ჯერ წინ გავიდა, ცოტა ხანში კი ორი ბურთით დაწინაურდა. მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ირაკლი სიხარულიძემ დუბლი მიითვალა. როგორც შემდგომ გაირკვა, აღნიშნული გოლი ბოლო გამოდგა შეხვედრაში.

"საბურთალო" (სასტარტო): გოშაძე, უბილავა, კაკუბავა, ჯგერენაია, ლაცაბიძე, შ. ნონიკაშვილი, ქარდავა, ლ. ნონიკაშვილი, გოჩოლეიშვილი, ტაბატაძე, სიხარულიძე

შეცვლაზე შევიდნენ:
მეგრელიშვილი, მამაცაშვილი, ჩადუნელი, იაშვილი, გულიაშვილი

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
შემდგომში გამარჯვებეს გისურვებთ ბიჭებო!
გაიოზ გოშაძე
15:26 12-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული