შოთა არველაძის "ჰალ სიტი" ზედიზედ 3 შეხვედრაში დამარცხდა. Hulldailymail-ი კი წერს, რომ გუნდს გაძლიერება სჭირდება. მოგეხსენებათ, სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა და ზაფხულამდე დიდი დროა. ერთადერთი გამოსავალი თავისუფალი აგენტების მოძებნაა.
ქართველმა სპეციალისტმა ამ თემაზე კომენტარი გააკეთა:
"გაგიკვირდებათ, თუ დავინახავთ, რომ ფეხბურთელი უფასო ტრანსფერის მეშვეობით უახლოესი 10 დღის განმავლობაში არ შემოგვიერთება. მისი დამატების აზრს ვერ ვხედავ, რადგან გუნდთან ადაპტაციას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და ის დაგვიანდება".
"ჰალი", რომელიც ჩემპიონშიპში მე-19 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას 12 ქულით აღემატება, თებერვალში კიდევ 4 შეხვედრას გამართავს.
ჩემპიონატი 7 მაისამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, არველაძემ სადებიუტო მატჩში "სუონსი" (2:0) დაამარცხა, ამის შემდეგ კი მისი გუნდი წარმატებას ვერ ახერხებს...
არველაძე იმედგაცრუებულია - "ქულის მოპოვება შეგვეძლო"
შოთა არველაძის "ჰალი" მიჯრით მესამედ დამარცხდა