
ინგლისის ჩემპიონშიფის 31-ე ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ საკუთარ მოედანზე ლიდერ „ფულჰემთან“ 0:1 დამარცხდა.
გოლი 57-ე წუთზე სერბმა თავდამსხმელმა ალეკსანდერ მიტროვიჩმა გაიტანა.
არველაძის ხელმძღვანელობით „ჰალ სიტიმ“ ჩემპიონატის 4 მატჩიდან 1 მოიგო და 3 წააგო.
„ჰალ სიტიმ“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 32 ქულით მე-19 ადგილზეა და 15 თებერვალს სტუმრად „შეფილდ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.