ცხადაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ბიჭებმა ითამაშონ ნაკრებში და შემდეგ ევროპულ გუნდებში

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში "ფახთაქორის" 3:0 დამარცხების შემდეგ კლუბის "ფეისბუქის" გვერდთან კომენტარი თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გააკეთა და შეგირდების გარჯა შეაფასა:

"ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ილია დათუნაშვილის გარდაცვალების გამო მინდა მის ოჯახს მივუსამძიმრო. რაღაც სიმბოლურად დაემთხვა, რომ "ფახთაქორთან" გვქონდა თამაში, რადგან მისი სახელი ტაშკენტში ჩატარებულ დიდ თამაშთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს უნდოდათ, მისი ხსოვნისადმი პატივი მიეგოთ, ძალიან მოინდომეს და მათი მადლობელი ვარ.

რა თქმა უნდა, არავითარ ეიფორიაში არ ვართ, ჩვეულებრივი საკონტროლო შეხვედრა იყო, თუმცა ფაქტია, ჩვენ ყოველი სპარინგის შემდეგ წინსვლას ვხე
დავთ და ასევე უნდა გავაგრძელოთ. პირველ რიგში, ბევრი შეცდომა იყო მეორე ტაიმში, როდესაც ანგარიში გავზარდეთ და ფანტასტიკურად იდგა კარში კერესელიძე. ორივე მეკარის კმაყოფილი ვარ, ისევე, როგორც ყველა ფეხბურთელის საქმისადმი დამოკიდებულებაზე ცალკე შეიძლება საუბარი, რადგან ძალიან პროფესიონალურად უდგებიან მოვალეობას. დიდი დატვირთვები ჰქონდათ და ამის ფონზე ასეთ გუნდებთან დაპირისპირება, მით უმეტეს, როდესაც ყველას ვერ მიეცა სათამაშო დრო, ვინაიდან რამდენიმე მათგანი გამოგვაკლდა.

პირველ ტაიმში აბსოლუტურად დალაგებულად ვმუშაობდით, დავწინაურდით კიდეც. გიოს გასვლის შემდეგ ბურთი რამდენიმეჯერ დავკარგეთ. ფაქტია, გიოს და მექვაბიშვილის ძალიან კარგი ტანდემია და კარგად უგებენ მოედანზე ერთმანეთს. ამ მომენტში გაგვიჭირდა.

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ბიჭებმა ითამაშონ ნაკრებში და შემდეგ ევროპულ გუნდებში. დარწმუნებული ვარ, ბევრს აქვს ამის პოტენციალი, თუმცა ბევრი აქვთ სამუშაო".

მკითხველის კომენტარები / 6 /
კახა ყველაფრის გაკეთება საჭირო არ არის, რომ ნაკრებში ითამაშონ დინამოს წევრებმა. მხოლოდ კარგად თამაშია საჭირო. ფახტაქორთან მოგებით ეიფორიას ნუ მიეცემით. საერთაშორისო თამაშებში გნახავთ რა შეგიძლიათ და თუნდაც შიდა ჩემპიონატშიც.
G.LA
22:30 16-02-2022
2
ისეთი გუნდი უნდა შეიქმნას,რომელსაც ყოველწლიურად ევროპულ ტურნირებზე ჯგუფურ ეტაპზე გასვლის პრეტენზია რეალურად ექნება.მაშინ დინამოგამოვლილი ბიჭების ფასი,საგრძნობლად გაიზრდება.დინამოც მოიგებს ფინანსურად და მაყურებელიც, მორალურად.ფაქტია,რომ ბათუმის დინამო ძალიან სერიოზულად მუშაობს გუნდის გაძლიერებაზე,ისე ჩანს,რომ ტორპედოსაც სერიოზული მიზნები აქვს და სავარაუდოდ,სხვა კერძო კლუბებიც შეეცდებიან მედლებისათვის ბრძოლაში ჩაბმას.კონკურენცია ყოველთვის წინსვლის გარანტიაა და იქნებ ჩვენც გვეღირსოს,მართლაც საინტერესო ჩემპიონატის და ევროპაზე წარმატებული გამოსვლების ნახვა.იმედია, მთავრობა სპონსორობაზე კანონს ისე შეცვლის,რომ ქართული სპორტი დაფინანსების გარეშე არ დარჩეს.ამასაც ალბათ დიდი მნიშვნელობა ექნება.წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქართულ კლუბს და განსაკუთრებით მაინც თბილისის დინამოს.ჩემთვის,ფეხბურთის საკმაოდ ასაკოვანი გულშემატკივრისათვის,თბილისის დინამო ყოველთვის ცალკე დგას და მისგან გაცილებით მეტი მოთხოვნა თუ მოლოდინი მაქვს.
სოსო
12:42 17-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული