ჩაკვეტაძე, როგორც ჯოკერი - bild-ი ქართველზე წერს

AutoSharing Option
"ჰამბურგის" "ზანდჰაუზენთან" გასვლითი დაპირისპირების წინ ავტორიტეტული bild-ი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის შესაძლო თამაშზე წერს:

"ჩაკვეტაძემ სწრაფად აჩვენა, თუ რა შეუძლია. “გენტიდან” იჯარით გადმობარგებულმა ქართველმა ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა.

მთავარ მწვრთნელ ტიმ ვალტერს გიორგის გამოყენება ნახევარდაცვის ყველა შემტევ ადგილსა და ფლანგზეც შეუძლია, თუმცა ამ პოზიციებზე ძირითად შემადგენლობაში ადგილები უკვე დაკავებულია. ამიტომ, ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სკამიდან შეტევის გაძლიერების მთავარი კანდიდატია - "ჩაკი"  TOP ჯოკერია.

“მას ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული დრო, რომ მიაღწიოს თავის უმაღლეს დონეს. შეგიძლიათ გვითხრათ, რომ ის ახლა ანათებს, მაგრამ ჯერ არ არის 100 პროცენტით მზად. მას ცოტა
მეტი დრო სჭირდება" - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, 22 წლის ფეხბურთელმა მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი ლიდერის რიგებში უკვე 2 შეხვედრა და ჯამში 38 წუთი ითამაშა. უახლოესი მატჩი 19 თებერვალს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

altქართველი ლეგიონერების საინტერესო ტური - ვინ როდის ითამაშებს...

მკითხველის კომენტარები / 6 /
მშვენიერია უკვე ბილდი წერს ჩვენ გიოზე. არადა მხოლოდ 38 წუთი ითამაშა 2 თამაში. დარწმუნებული ვარ თუ ასე გააგრძელა გიომ აუცილებლად დატოვებენ ჰამბურგში ან სხვა გერმანულ კლიბში. ჩვენც ხომ ვხედავთ ეს უკვე იმ გიოს ემსგავსება, ჩვენ რომ გვინდა და გვახსოვს. შრომა აუვცილებლად დაუფასდება, მთავარია ბევრი იშრომოს. მთელი გულით გქომაგობ გიო, ძალიან გაგვიხარდება შენი წარმატება.
G.LA
19 თებერვალი 2022 12:12
0
ოღონ ეს 4 თვე ათამაშონ, თუნდც შეცვლაზე. ჩაკვე გერმანიას დაანახვებს თავის ნიჭს და უნარებს! არა უშავს თუ ჰამბურგი ვერ შეიძენს, აუცილებლად გამოუჩნდება კარგი გუნდი, რომელსაც ექნება სათანადო თანხა!
SILVERMARCS
19 თებერვალი 2022 11:09
0
ამაზე უკეთესი იჯარა არ წარმომიდგენია! მაგარი სასიხარულოა რომ გიორგი ჰამბურგში მოხვდა. სად გერმანია და სად ბელგია, ეს ჩაბნელებული , ველური ადგილი, აფერისტი ხალხით და ცივი ურთიერთობებით, სრულიად უპერსპექტივო გადასახედით. ძალიან მინდა რომ ჩაკვემ გერმანიაში საკუთარი თავი იპოვნოს, წარმატებები გიო !
კაპიტან გარდენბურგი
18 თებერვალი 2022 19:31
1
წარმატებები ჩაკვე!ძალიან გგულშემატკივრობ.
მარი
18 თებერვალი 2022 17:44
1
ქართველი ფეხბურთელების წარმატების გასაღები რა იყო ? დროსაც ატარებდნენ და ვარჯიშითაც თავს არ იკლავდენენ.

კაჩალინმა დინამოს ფეხბურთელებზე თქვა "ვარჯიშის სახეობებიდან ყველაზე მეტად დასვენება უყვართო".

ნიჭი, ნიჭი !
კარგია
18 თებერვალი 2022 17:02
2
ამიტომაც მომწონს გერმანელები, ჯერ ხელს გიწყობენ, გეხმარებიან, ამბობენ ჯერ ადრეა დავაკვირდეთ იმედებით. მაგრამ, თუ შეგატყვეს ყალთაბანდობა, არ შეგარჩენენ. განა იმიტომ, რომ შენი სისხლი სწყურიათ. არა! უნდათ, რომ სხვამ არ გაიმეოროს იგივე შეცდომა. ეგ არის ევროპული წარმატების ერთ-ერთი გასაღები.
ჰაჰა
18 თებერვალი 2022 16:41
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული