არველაძე მომავლის გეგმებს აწყობს - "მანჩესტერის" მცველი ხელშეკრულებისთვის მზადაა

AutoSharing Option
"ჰალ სიტი" და შოთა არველაძე ჩემპიონშიპის მორიგი შეხვედრისთვის ემზადებიან, მანამდე კი ბრიტანული მედია ამ გუნდის ირგვლივ წერს.

footballleagueworld:

"არველაძე მოლაპარაკებებს აწარმოებს იმ ფეხბურთელებთან, რომელთაც ხელშეკრულება მომავალ ზაფხულს ეწურებათ. მათ შორის გამოცდილი ნახევარმცველი ტომ ჰადელსტოუნიცაა:

"ჩვენ იმ მოთამაშეებთან, რომელთაც კონტრაქტი ეწურებათ, მოლაპარაკება დავიწყეთ.

კლუბმა უკვე გამოიძახა ისინი. მე ზოგიერთ მათგანს ვესაუბრე. შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ წინ და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს."

manchestereveningnews:

"ჰალ სიტის" მწვრთნელმა დაადასტურა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" იჯარით აყვანილი მცველი დი'შონ ბერნარდი მზადაა, ჩემპიონშიპის კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.

ცენტრალური მცველი, რომელიც "იუნაიტედის" აკადემიას 2017 წელს, 16
წლის ასაკში შეუერთდა, "ვეფხვებში" სათამაშო პრაქტიკის იმედით, ივლისში გადავიდა.

წინა სეზონი ბერნარდმა იჯარით "სალფორდ სიტიში" გაატარა..."

yorkshirepos:


"ლუი კოილის ტრავმამ შოთა არველაძის გადაწყვეტილება მალიკ უილკსის შესახებ უფრო გაართულა. უილკსი "ჰალ სიტიში" ვარჯიშს დაუბრუნდა, თუმცა მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ ის რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას."

შეგახსენებთ, არველაძის "ჰალს" 19 თებერვალს (19:00 საათზე) ქპრ-სთან სტუმრობა ელის.

altქართველი ლეგიონერების საინტერესო ტური - ვინ როდის ითამაშებს...

მკითხველის კომენტარები / 1 /
შონი გენაცვალე,წარმატებები და გგულშემატკივრობთ
დდ
23:11 18-02-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული