არველაძის "ჰალის" მეკარე მოედანზე უგონოდ დაეცა - შოთას კომენტარი [PHOTO]

AutoSharing Option
შოთა არველაძის "ჰალ სიტიმ" ზედიზედ მეორე ფრეს (სტუმრად ქპრ-სთან 1:1) მიაღწია. ქართველი სპეციალისტის გუნდი იგებდა, თუმცა 3 ქულის მოპოვება ვერ მოახერხა. ჰალალებს ნერვიულობა გადახდათ, რადგან გუნდის მეკარე მატ ინგრამი ალბერტ ადომასთან შეჯახების შემდეგ, მოედანზე უგონოდ დაეცა. მას 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, ორივე გუნდის ექიმები მკურნალობდნენ, საბოლოოდ კი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეხვედრა სათადარიგო კიპერმა, 19 წლის ჰარვი კატრაიტმა განაგრძო და გოლიც მის კარში გაიტანეს. არველაძემ შეხვედრის შემდეგ ტრავმირებულ მეკარეზე ისაუბრა. საბედნიეროდ, ცუდი ვარაუდი არ გამართლდა:

Sportall.Ge

"ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ უკეთაა, საუბრობს და ექიმებთან კონტაქტში
შევიდა. ის მიწაზე ზურგით დაეცა და თავიც დაარტყა."

ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრის შემდეგ განცხადება სოციალური ქსელითაც გავრცელა:

"თითოეულმა ფეხბურთელმა ისევ დიდი გუნდური ძალისხმევა გამოიჩინა. ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ კარგი შემართებითა და სულისკვეთებით ვითამაშეთ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც სტუმრად დაგვეხმარნენ.

ჩვენ ვაგრძელებთ!"

"ჰალს" 34 ქულა აქვს, გასავარდ ზონაში მყოფ უეინ რუნის "დერბის" 13 ქულით აღემატება და 22 თებერვალს აუტსაიდერ "ბარნსლის" უმასპინძლებს. შოთას თავკაცობით გუნდმა 1 შეხვედრაში გაიმარჯვა, 2 ფრე აქვს და 3-ჯერ დამარცხდა.

alt"ჰალ სიტი" "ქუინს პარკ რეინჯერსს" დაუზავდა

altარველაძე მომავლის გეგმებს აწყობს - "მანჩესტერის" მცველი ხელშეკრულებისთვის მზადაა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ინგლისში გასვლაზე ფრე ყველა ლიგაში კარგია. წარმატებები შოთის!!!
tngh
14:59 20-02-2022
2
უხ! მოეგო ნეტავი ეს თამაში.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული