მატჩის დღე! იუბილარი არველაძე აუტსაიდერის წინააღმდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონშიპის 34-ე ტურის შეხვედრაში შოთა არველაძის "ჰალი" აუტსაიდერ "ბარნსლის" ესტუმრება და მონატრებული გამარჯვების მოპოვებას ეცდება. სადებიუტო შეხვედრაში აღებული 3 ქულის შემდეგ ქართველი სპეციალისტის გუნდს აღარ მოუგია. დღეს, 22 თებერვალს, შოთა და არჩილი იუბილარები არიან - ტყუპი 49 წლის გახდა და იმედია, გუნდი მწვრთნელს შესაბამისად მიულოცავს...

"ჰალის" მთავარი პრობლემა ძირითად კიპერ მატ ინგრამის არყოფნაა. მათ კარს ისევ 19 წლის ჰარვი კარტვაითი დაიცავს. ბრიტანული მედია ვეტერან ტომ ჰადელსტოუნის შესაძლო დაბრუნებაზე წერს. "ტოტენჰემის" ყოფილმა ნახევარმცველმა ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მხოლოდ 3 წუთი ითამაშა. არველაძეს
მარკუს ფორსის ეიმედება - 22 წლის ფორვარდმა ქპრ-ს გაუტანა...

ჰალელები გასავარდნ ზონას საკმაოდ (13 ქულით) აღემატებიან და თუკი დღეს გამარჯვებას მოახერხებენ, ფაქტობრივად, მომავალი სეზონისთვის მზადების დაწყება შეუძლიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გარკვეული ინტრიგა იარსებებს.

MKM-ზე გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და კვლავ ჩემპიონთა ლიგის პარალელურად გაიმართება.

altარველაძე მეკარისა და გამტანის პრობლემით - რათა დაქვეითების საფრთხე არ არსებობდეს...

altარველაძის "ჰალის" მეკარე მოედანზე უგონოდ დაეცა - შოთას კომენტარი [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავ წარმატებები სოტი
aron
10:31 22-02-2022
0
გილოცავთ შოთი და აჩი!!! წარმატებები, ჯანმრთელობა... ბევრი, ბევრი, ბევრი სიხარული!!!
tngh
16:09 22-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული