არველაძე იმედგაცრუებულია - "ზოგჯერ ზედმეტის თქმა საჭირო არცაა"

AutoSharing Option
შოთა არველაძემ აღიარა, რომ იმედგაცრუებულია "ჰალ სიტის" ცუდი თამაშის ("ბარნსლისთან" 0:2) გამო, რადგან "ვეფხვები" ზედიზედ მესამე საშინაო მატჩში დამარცხდა.

არადა, "ბარნსლი" მთელი სეზონის განმავლობაში გასვლითი მოგების გარეშე იყო და ცხრილის ბოლოშია დაფუძნებული...

ჰალელებს საშინელი პირველი ტაიმი ჰქონდათ - მეკარის ცუდი თამაშისა და უარესი დაცვის ხაზის პირობებში.

თუკი "ჰალის" გულშემატკივრები მეორე ტაიმში ცვლილებას ვარაუდობდნენ, ასე არ მოხდა. არველაძემ, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა, იმედგაცრუება ვერ დამალა:

"ჩვენ გვიან გამოვფხიზლდით და ამან თამაში გაართულა. კარგი ისაა, რომ ბიჭებმა თავად იციან - ცუდი თამაში იყო, ზოგჯერ
ზედმეტის თქმა საჭირო არცაა...

ისინი პატიოსანი, კარგი ბიჭები არიან და იციან, რომ ჩვენ დღეს გუნდურად არ გვითამაშია. ინდივიდუალური შეცდომები იყო, მაგრამ პირველ რიგში, გუნდურად არ ვიყავით კარგ ფორმაში და თამაში ამიტომაც წავაგეთ.

საკუთარ მოედანზე დიდი გულშემატკივრობით ვითამაშეთ. ამიტომ უნდა გამოხვიდე და გააკეთო ის, რასაც ყველა მოელის.

თქვენ აძლევთ ბურთს და ისინი გიტანენ გოლს, ტაიმის ბოლო წუთზე კუთხური ინიშნება და შემდეგ ვუშვებთ მეორეს. ასე რომ, რთულია...

ჩვენ პოზიტივი უნდა შევინარჩუნოთ - კარგი იყო გულშემატკივრების მოსვლა და ისინი ბოლო წუთამდე მხარში გვიდგანან. ჩვენ მაინც ვცდილობდით, მეორე ტაიმში რეაგირება გვქონოდა."

"ჰალს" სიტუაციის გამოსწორება კვირის ბოლოს, კიდევ ერთ აუტსაიდერ "პიტერბროსთან" შეეძლება. გასავარდნ ზონაში მყოფ "დერბის" ქართველი სპეციალისტის გუნდზე 2 თამაშითა და 13 ქულით ნაკლები აქვს.

მომზადებულია hulldailymail-ის მიხედვით

alt"ჰალმა" შოთა არველაძეს იუბილე აუტსაიდერთან მატჩში ვერ მიულოცა

alt"აიაქსმა" არველაძეს დაბადების დღე განსაკუთრებულად მიულოცა [VIDEO]

altარველაძე მეკარისა და გამტანის პრობლემით - რათა დაქვეითების საფრთხე არ არსებობდეს...

altგაგიკვირდებათ და, ამის აზრს ვერ ვხედავ... - არველაძე თავისუფალ აგენტებზე


მკითხველის კომენტარები / 14 /
შოთი!!! წინ მომავალი სეზონია... შენ და აჩის გილოცავ დაბადების დღეს და წარმატებებს გისურვებ!!! იმედია, ესეც იქნება...
tngh
23 თებერვალი 2022 16:26
2
კი მომავალი სეზონია,ოღონდ ჩემპიონშიპში არა!
დავით
23 თებერვალი 2022 17:28
2
რათქმაუნდა შოთას და ნებისმიერ ქართველს წარმატებებს ვუსურვებ!!! თუმცა, ცოტა რეალური განსჯა არ გვაწყენს: არაა შოთა არათუ დიდი, ნორმალური მწვრთნელიც კი. ფახთაქორის გარდა უზბეკეთში გუნდი არცაა და იქ შედეგი არაფერს ნიშნავს. ტრაპზონში ეგრევე წაიტეხა კისერი სამწუხაროდ:(((
ასე რომ ქართველია და ჩვენია, მაგრამ უფრო მეტად ჭკვიანი და კარიერულად დაკვირვებული ადამიანია ვიდრე კარგი მწვრთნელი!!!
ზურა
23 თებერვალი 2022 16:26
7
Vixilavt male shotas uzbeketshi, tajiketshi, azerbaijanshi da ase shemdeg......
Martali
23 თებერვალი 2022 14:38
3
წარმატებები შოთას. ინგლისში მკაცრი ხელი მუშაობს მხოლოდ. იმედია ყველაფერს დაალაგებ გუნდში და უახლოეს თამაშებში შედეგებიც მოვა.
აქაურ ზოგიერთ ვაი გულშემატკივარს ყური არ დაუგდო. ასეთები ყველგან არიან
giabar
23 თებერვალი 2022 13:22
2
Simeones txove daxmareba iqneb rame mogipiqros shoti!!!
L.J .
23 თებერვალი 2022 13:15
0
მგონი სიტუაცია გამოკედება მე მჯერა წარმატებები ბრატ დ. ქ.
aron
23 თებერვალი 2022 12:54
5
ჰალის მწვრთნელი მეც რომ ვიყო ამდენი მატჩიდან ერთს მეც კი მოვიგებდი :D ასე თუ გააგრძელა კი გავარდებიან ახალი მწვრთნელიანად :D
beka
23 თებერვალი 2022 12:39
2
მწვრთნელობის გაგნებაში არ ხარ შოთა, ვანოს შოუში ხუმრობები უკეთ გამოგდის.)))
გიო
23 თებერვალი 2022 12:09
17
ის აჩია გეხუტუნე
ჯეიჯეი ოკოჯა
23 თებერვალი 2022 13:58
0
Paxtagorshi magari iyo..erti gundis chempionatshi..
L.J .
23 თებერვალი 2022 13:14
6
სადაც ქართველი მივიდა ყველაფერს დედა მოეტ..ა.
ასა
23 თებერვალი 2022 11:59
19
მაგრად ტეხავს.... არა და როგორი იმედი მქონდა... მერამდენე მიჯრით წაგებაა უკვე..თანაც სახლში... ნეტავ სპორტულ საბოტაჟს ხომ არ აქვს ადგილი?.... შემდეგ მეორე აუტსაიდერთან მაინც არ წააგოს... შოთი, ვფიქრობ კლუბის შიდა აუდიტი უნდა დაიხმარო...ზოგიერთი ფეხბურთელი და მათი ამფსონები თქვენს ზურგს უკან რას ლაპარაკობენ...რას ხლართავენ.. რადგან, მხოლოდ საფეხბურთო შიდა სქემების და კომბინაციების დახაზვა და ახსნა ფეხბურთელებისათვის არ არის საკმარისი...
თქვენი წარუმატებლობა, ისედაც იმიჯ გაუფასურებელ ქართულ ფეხბურთზეც ნეგატიურად იმოქმედებს.... ღმერთი გფარავდეთ...
გიორგი 50
23 თებერვალი 2022 11:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული