არადა, "ბარნსლი" მთელი სეზონის განმავლობაში გასვლითი მოგების გარეშე იყო და ცხრილის ბოლოშია დაფუძნებული...
ჰალელებს საშინელი პირველი ტაიმი ჰქონდათ - მეკარის ცუდი თამაშისა და უარესი დაცვის ხაზის პირობებში.
თუკი "ჰალის" გულშემატკივრები მეორე ტაიმში ცვლილებას ვარაუდობდნენ, ასე არ მოხდა. არველაძემ, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა, იმედგაცრუება ვერ დამალა:
"ჩვენ გვიან გამოვფხიზლდით და ამან თამაში გაართულა. კარგი ისაა, რომ ბიჭებმა თავად იციან - ცუდი თამაში იყო, ზოგჯერ
ისინი პატიოსანი, კარგი ბიჭები არიან და იციან, რომ ჩვენ დღეს გუნდურად არ გვითამაშია. ინდივიდუალური შეცდომები იყო, მაგრამ პირველ რიგში, გუნდურად არ ვიყავით კარგ ფორმაში და თამაში ამიტომაც წავაგეთ.
საკუთარ მოედანზე დიდი გულშემატკივრობით ვითამაშეთ. ამიტომ უნდა გამოხვიდე და გააკეთო ის, რასაც ყველა მოელის.
თქვენ აძლევთ ბურთს და ისინი გიტანენ გოლს, ტაიმის ბოლო წუთზე კუთხური ინიშნება და შემდეგ ვუშვებთ მეორეს. ასე რომ, რთულია...
ჩვენ პოზიტივი უნდა შევინარჩუნოთ - კარგი იყო გულშემატკივრების მოსვლა და ისინი ბოლო წუთამდე მხარში გვიდგანან. ჩვენ მაინც ვცდილობდით, მეორე ტაიმში რეაგირება გვქონოდა."
"ჰალს" სიტუაციის გამოსწორება კვირის ბოლოს, კიდევ ერთ აუტსაიდერ "პიტერბროსთან" შეეძლება. გასავარდნ ზონაში მყოფ "დერბის" ქართველი სპეციალისტის გუნდზე 2 თამაშითა და 13 ქულით ნაკლები აქვს.
მომზადებულია hulldailymail-ის მიხედვით
"ჰალმა" შოთა არველაძეს იუბილე აუტსაიდერთან მატჩში ვერ მიულოცა
"აიაქსმა" არველაძეს დაბადების დღე განსაკუთრებულად მიულოცა [VIDEO]
არველაძე მეკარისა და გამტანის პრობლემით - რათა დაქვეითების საფრთხე არ არსებობდეს...
გაგიკვირდებათ და, ამის აზრს ვერ ვხედავ... - არველაძე თავისუფალ აგენტებზე
ასე რომ ქართველია და ჩვენია, მაგრამ უფრო მეტად ჭკვიანი და კარიერულად დაკვირვებული ადამიანია ვიდრე კარგი მწვრთნელი!!!