კობიაშვილი "გაზპრომთან" დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო გელზერკირხენის "შალკე 04"-მა უარი თქვა, მაისურზე რუსული "გაზპრომის" სახელი ეწეროს. ამ ამბავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, იმ პერიოდში "შალკეში" მოთამაშე კობიაშვილმა სწორედ "გაზპრომის" გამო ამ კლუბის მაისურის ჩაცმაზე უარი განაცხადა:

Sportall.Ge

"2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში, "შალკე 04"-ის შემადგენლობაში ვთამაშობდი. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი იყო მოედანზე გამოვსულიყავი მაისურით, რომელსაც რუსული კომპანიის, "გაზპრომის" სახელი ეწერა. ამიტომ უარი ვთქვი, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მეთამაშა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩემი ყოფილი
კლუბი უარს ამბობს, მაისურზე ეწეროს რუსული ნავთობმომპოვებელი კომპანიის სახელი."

შეგახსენებთ, ლევანი ამ კლუბის ღირსებას 2003-10 წლებში იცავდა.

alt"შალკემ" "გაზპრომის" ლოგო მოიშორა - რუსეთის არმია წინ ვერ მიიწევს

მკითხველის კომენტარები / 7 /
მე მართლა არ მესმის, სახელსა და გვარს არ დავასახელებ მაინც არ მინდათ გულზე მოგხვდეთ ზოგიერთს. როგორ უნდა გეცვას რუსული არმიის ფორმა :) არადა ლევანმა რატომ მოიქცა ასე არ ვიცი, პოლიტიკა და სპორტი ხომ უნდა გავმიჯნოთ არა ))
7
და VTB ბანკზე რას გვეტყვის? სიყალბეს საზღვარები არ ააქვს
engadi
09:47 25-02-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული