არველაძე გამოცდილი ნიდერლანდელი შემტევით ძლიერდება

AutoSharing Option
როგორც თურქული yeniakit-ი წერს, რაიან ბაბელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შოთა არველაძის "ჰალ სიტის" წევრი გახდება. გამოცემის მიხედვით, ქართველ სპეციალისტს გამოცდილი მოთამაშეებით გაძლიერება სურს.

ვეტერანმა ნიდერლანდელმა მიმდინარე სეზონში 32 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი და 1 საგოლე პასი შეასრულა. 35 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება 500 ათასი ევროა.

ინგლისურმა კლუბმა, შოთა არველაძის ხელმძღვანელობით, ბოლო 9 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.

რაიან ბაბელის კარიერა "აიაქსში" დაიწყო. ამის შემდეგ "ლივერპულშიც" საკმაოდ წარმატებით გამოდიოდა. ნიდერლანდელს "ჰოფენჰაიმში", "ქასიმფაშაში", "ალ აინში", "დეპორტივოში", "ბეშიქთაშსა" და "ფულემშიც" უასპარეზია.
ბაბელს ეროვნულ ნაკრებში 2008 წლიდან იწვევენ, თუმცა დიდხნიანი პაუზა ჰქონდა - 2011-დან 2017 წლამდე "ნარინჯისფერთა" ღირსება არ დაუცავს.

altშოთა არველაძე: უკრაინელი ხალხის და ჯარისკაცების მხარდაჭერა ახლა მნიშვნელოვანია

alt"ჰალმა" შოთა არველაძეს იუბილე აუტსაიდერთან მატჩში ვერ მიულოცა

altშოთა არველაძემ ინგლისში მოგებით დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 2 /
დღეს 4-0 ვიხილავთ შოთის ტრიუმფი იქნება
არსენ კულუმბეგოვსკაია
10:26 16-03-2022
0
აი სულ გაქცევაზე ყოფილა..
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
15:37 15-03-2022
1

სიახლეები პოპულარული