ქეცბაია ცუდ 1-ელ ტაიმს ახალი ფეხბურთელების გამოცდას უკავშირებს

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" კვიპროსის ჩემპიონატის საჩემპიონო ექვსეულში მეორე შეხვედრა გამართა და ისევ ფრედ დაასრულა, ამჯერად "პაფოსთან" (2:2). მატჩის შემდეგ ქართველი სპეციალისტმა ისაუბრა:

"ინტენსიური, სწრაფი და ემოციური მატჩი გამოდგა. სამწუხაროდ, საწყის 45 წუთში მეტოქეს ბევრი ვერაფერი დავუპირისპირეთ. საქმეში რამდენიმე ახალი მოთამაშე გამოვცადეთ, შესვენების შემდეგ კი 3 ცვლილების განხორციელება დაგვჭირდა.

"პაფოსთან" სტუმრად გამარჯვება მარტივი არაა. შესაბამისად, ქულით დაკმაყოფილება მოგვიწევს".

შეგახსენებთ, "სტელიოს კირიაკიდესზე" დრამატული შეხვედრა შედგა, სადაც ქეცბაიას გუნდი 2-ჯერ აგებდა და მარცხს 97-ე წუთზე გადაურჩა.

"ანორთოსისი", რომლის კარსაც გიორგი ლორია იცავს, 40
ქულით მე-5 ადგილს იკავებს, ლიდერ "აპოლონს" კი, სადაც რევაზ ინჯგია გამოდის, 9 ქულით ჩამორჩება. უახლოეს შეხვედრაში, 2 აპრილს, ფამაგუსტელები თორნიკე ოქრიაშვილის, გიორგი ქვილითაიასა და მურთაზ დაუშვილის აპოელ-ს უმასპინძლებენ.

altქეცბაია იუბილარია - ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი კაცი

altქეცბაია განრისხებულია - "რისთვის გადავიხადეთ ამდენი ფული?"

altლორიამ "ანორთოსისთან" კონტრაქტი გააგრძელა

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ქეც წარმატებები ჯიგრი.............
pepe
15:34 21-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული