"საქართველო და ბათუმიც ევროპაა, ისე" - დიმა ობოლაძე ხვიჩას წამოსვლას ეხმაურება

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიაზე ოფიციალურად მხოლოდ ის ვიცით, რომ ის ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად ამხანაგური შეხვედრებისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, "კვარა" ყაზანის "რუბინს" უკვე დაემშვიდობა და მალე ევროპულ კლუბში ვიხილავთ. ყველაზე მეტად იტალიური "ნაპოლის" ვარიანტზე იწერება.

კვარაცხელიას თემა ძალიან აქტუალურია და მას "ინსტაგრამზე" ცნობილი კომენტატორი და ამჟამად გადაცემის - "სპორტი იმედზე" წამყვანი, დიმა ობოლაძეც გამოეხმაურა:

Sportall.Ge

"ხვიჩა რუსეთში ალბათ აღარ დაბრუნდება... და კარიერას ევროპაში განაგრძობს... საქართველო და ბათუმიც ევროპაა, ისე."

შეგახსენებთ, ფიფამ და უეფამ რუსული და უკრაინული კლუბების ფეხბურთელებს უფლება მისცა, თავისუფალი აგენტის სტატუსით ივნისამდე
ახალი გუნდი მოძებნონ. თუკი არსებული სანქციები არ გახანგრძლივდება, მაშინ მოთამაშეებს საკუთარ კლუბებში დაბრუნება და ტრანსფერზე ფიქრი შემდეგ მოუწევთ.


alt"რუბინის" დირექტორი კვარაცხელიაზე - ლეგიონერების შენარჩუნებაში უმწეონი ვართ

alt"ხვიჩას გაკიცხვის უფლება არ მაქვს" - რუსეთის დუმის დეპუტატი

altხვიჩამ ახალი ეპოქა უნდა დაიწყოს - გავუფრთხილდეთ კვარაცხელიას პერსპექტივებს...



მკითხველის კომენტარები / 28 /
ობოლაძეს ურჩევნია რუკას დახედოს და მერე გაიგებს ბათუმი ევროპაა თუ კავკასიის რეგიონი,ისე კი ცხადაძე, შელია, დემეტრაძე, კობიაშვილი, ჯამარაული, ყაველაშვილი, ასათიანი, ზაზა ჯანაშია, აშვეთია, კიდევ შეიძლება გვარების ჩამოთვლა განა ეს ფეხბურთელები რუსეთიდან არ გამოჩნდნენ, არავინ თქვას ახლა ეს ჩამოთვლილი ფეხბურათელები ვინმეზე ნაკლები ფეხბურთელები ივნენ.
qomagebi
23 მარტი 2022 14:33
4
ვინც ამ ევროპელობაზე დებთ თავს თუ თქვენს მენტალიტეტს არ უყურებთ, რუქას მაინც დახედეთ. კი ბატონო მინდა ევროპასთან მეგობრობა, მაგრამ მე ამით ვერაფრით ვერ გამოვალ ევროპელი.
დავით
23 მარტი 2022 04:11
6
საქართველო კავკასია არის და არა ევროპა
Tazo
22 მარტი 2022 19:31
14
კავკასია რაა??? რამენაირიი გაერთიანება მაინც თუა ამ ნახსენებ კავკასიის გარშემო??? გეყოთ ეს ზღაპრები უკვე.
levani
23 მარტი 2022 17:58
0
ამას სოსო პავლიაშვილი არ იკადრებდა და თინა კანდელაკი..გეტყობათ როგორი პატრიოტები ხართ ჯერ ხვოჩა გაასწორეთ მიწასთან მერე დანარჩენი ფეხბურყელები სტადიონები და მთელი საქართველოს უკვე მახსრად იგდებთ!!!!
შენსას შენ არ აფასებ და მერე ქართველი ვარო იტყვით რა კომენტარებია ცინოკური მადლობა სასტავ მაგარი ერისშვილებო!!
სოსოს,თინას და თამარას ჯიქიასთან ერთად არ დაუცინია ასე პირდაპირ ქართველებზე და თქვენ კლავიატურაზე ბრტყელი აზრები თავში მოგდით თუ იწერთ სადმეიდან?
შავი კაცი
22 მარტი 2022 17:12
2
ჟორა შენ სად ნახე ჩემს კომენტარში დიმას მიმართ საუბარი საინტერესოა მაგრამ გაგიმარტავ და გეტყვი ეგ იმათ ეძღვნება ,,ვისაც უტყდება ქართული კლუბების ქომაგობა" და რაც შეეხება დიმას ყველა ასე პატრიოტულად ვმსჯელობდეთ,ვაანალიზებდეთ და ვერკვეოდეთ ფეხბურთში კარგი იქნება..
შავი კაცი
23 მარტი 2022 00:44
0
სადმეიდან
Odala
22 მარტი 2022 18:50
3
ყველა გამოხმაურება
Skeleton, პატივისცმემა შენს კომენტარს, ძლივს ვნახე ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი კვარას თემაზე
smrzy))
22 მარტი 2022 17:06
1
მადლობთ.
დიდი უსამართლობის განცდა მაქვს ამ დღეებში. იმედია ეს ყველაფერი კვარაზე ცუდად არ იმოქმედებს და საერთოდ მოტივაციას არ დაუკარგავს...
Skeleton
22 მარტი 2022 17:32
1
დეტალების მოგვრებისთვის დრო იყო საჭირო, წამოსვლა ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდა. მანამდე უთამაშებელი ვერ გაჩერდებოდა. იმდენს ვერ მიხვდა აქ ხალხი, რომ ემზადებოდა წამოსასვლელად და დრო უნდოდა და ცოტაოდენი მხარდაჭერაც აქედან.
ზოგიერთები იქნებ ნამუსმაც შეაწუხოს და ბოდიშიც მოუხადოს ამ ბიჭს , თუ რათქმაუნდა ღირსება არსებობს მათთვის და სხვა ადამიანის ასე გადათელვა სულერთი არაა.
ვისაც არ აწუხებს და საკუთარ ნაგავში იხრჩობა იმან წამოსვლის მერეც არ მიატოვა ლანძღვა. რას ვიზამთ, უმრავლესობაში არ არიან მაგრამ ზედაპირზე ამოდიან და მეტად ჩანან, შეგნებული ადამიანების პასიურობის ფონზე.
Skeleton
22 მარტი 2022 15:03
1
ხვიჩა დაბრუნდი ისნტაგრამზე და რამე დაწერე. ნუ ხარ გაბუტული. ვიცი ძნელია ამ ტალახის ატანა მაგრამ ამ ქვეყანაში ვინც უყვართ მხოლოდ იმათ მიმართ ხდება ეს.
კი ვართ ავადმყოფი ერი და სხვისი ლანძღვით ვსაზრდოობთ მაგრამ დარწმუნებული ვარ 90% უყვარხარ და ცუდს არავინ გისურვებს.
წარმატებები...
Herbst
22 მარტი 2022 14:45
4
დიმამ ისა თქვა რომ უკან,იმ ჭაობში დაბრუნება არანაირად არ შეიძლება და დროებით ორი თვე ჯობია თუნდაც დინამოებში ითამაშოს.
ვეთანხმები
22 მარტი 2022 14:44
4
Tkve debilebo imasac ver xvdebit im jaobshi yopna jobia vidre dinamoshi iyos ikedan upro meti Shansi aq evropashi gadasvlis vidre sakartvelodan tu ara gadava sloveniis an polonetis chempionatshi
Kutaisi
22 მარტი 2022 17:44
8
ნაპოლის პრეს ატაშემ გვიდო ბალდარიმ გააკეთა ხვიჩას გადასვლაზე კომენტარი და თქვა, რომ არ შეესაბამება სინამდვილესო!
არველაძემ გააკეთა კომენტარი პირველ არხზე ტაიმ აუტში და ასე თქვა შეკითხვაზე "ვინმეს თუ ავიყვანდი ქართველებიდანაო?" " წამოვა კვარაცხელია? ხვალვე წავიყვანდი, მაგრამ არ წამოვაო." გაიგეთ ახლა რაშია საქმე და ვინ ვის უშლის ხელს გადასვლა გადმოსვლაში!
მწვრთვნელი
22 მარტი 2022 14:27
5
არველაძემ გააკეთა კომენტარი პირველ არხზე ტაიმ აუტში და ასე თქვა შეკითხვაზე "ვინმეს თუ ავიყვანდი ქართველებიდანაო?" " წამოვა კვარაცხელია? ხვალვე წავიყვანდი, მაგრამ არ წამოვაო." გაიგეთ ახლა რაშია საქმე და ვინ ვის უშლის ხელს გადასვლა გადმოსვლაში!
მწვრთვნელი
22 მარტი 2022 14:18
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული