ქეცბაია თვალებს იფშვნეტს - "აპოელისთვის" ემზადება

AutoSharing Option
თემურ ქეცბაია სწრაფი გოლის თავიდან ასაცილებლად გზებს ეძებს, რადგან თამაშების უმეტესობაში "ანორთოსისი" პირველ გოლს უშვებს და შემდეგ შეხვედრის გადარჩენა სჭირდება, რასაც ყოველთვის ვერ ახერხებს.

ქართველი სპეციალისტის გუნდი, რომლის კარსაც გიორგი ლორია იცავს, სანაკრებო შეხვედრების შემდეგ, 2 აპრილს, თორნიკე ოქრიაშვილის, გიორგი ქვილითაიასა და მურთაზ დაუშვილის "აპოელს" უმასპინძლებს.

ქართველი მწვრთნელი თვალებს იფშვნეტს, ​​რადგან მცველ ანტონიადისის გარდა, ყველა სხვა მოთამაშე მის განკარგულებაშია და ეს ფუფუნება ქეცბაიას გეგმის მიღწევის საშუალებას აძლევს.

ამ დროისთვის თემურის გონებაში სხვადასხვა აზრი ტრიალებს, თუ მომდევნო შეხვედრაში გუნდი რომელი ტაქტიკური
სქემით უნდა ათამაშოს.

კვიპროსის ჩემპიონატის საჩემპიონო ექვსეულში "ანორთოსისი" 40 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, "აპოელს" კი 44 ქულა აქვს და ცხრილში მეორეა.

მომზადებულია kerkida-ს მიხედვით

altქეცბაია ცუდ 1-ელ ტაიმს ახალი ფეხბურთელების გამოცდას უკავშირებს

altქეცბაია იუბილარია - ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი კაცი

altქეცბაია განრისხებულია - "რისთვის გადავიხადეთ ამდენი ფული?"


მკითხველის კომენტარები / 1 /
თემო წარმატებები ჯიმა!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
15:58 28-03-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული