შოთას "ჰალის" გულშემატკივრების დასწრებას აუკრძალავენ - მთვრალი მამა შვილთან ერთად მოედანზე...

AutoSharing Option
შოთა არველაძის "ჰალ სიტი" საფრთხის წინაშეა, რომ საშინაო შეხვედრები დახურულ კარს მიღმა ითამაშოს - გუნდის გულშემატკივრების ქცევის გამო. კლუბი სულ უფრო შეშფოთებულია ამ ინციდენტების შესამჩნევი ზრდით და ფეხბურთის ასოციაციას აინტერესებს, როგორ აპირებენ მის მოგვარებას.

როცა ახალგაზრდა მხარდამჭერი მოედანზე მეკარე მეტ ინგრამთან ფოტოს გადასაღებად შევარდა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი საკითხია. "ჰალი" ამ სეზონში იძულებული გახდა, გულშემატკივრებისთვის უფრო მეტი აკრძალვა გამოეცხადებინა. ამის მიზეზი მრავალია, მათ შორის, გულშემატკივარი მამა, რომელიც მთვრალი იყო და მიიჩნია, რომ შვილთან ერთად მოედანზე შეღწევის საუკეთესო დრო იყო.

ჩემპიონშიპის მე-40
ტურში მე-20 ადგილზე მყოფი "ჰალი" "ჰადერსფილდს" უმასპინძლებს.

მომზადებულია Hulldailymail-ის მიხედვით

altშოთა არველაძე: უკრაინელი ხალხის და ჯარისკაცების მხარდაჭერა ახლა მნიშვნელოვანია

altშოთა არველაძემ ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული