სიომინმა ხვიჩაზე La Gazzetta dello Sport-თან ისაუბრა და ჩინებული რეკომენდაცია მისცა - ინსინიეს ორეულია

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლა უკვე იმდენად აქტუალურად განიხილება, რომ "გაძეტა დელო სპორტი" მოსკოვის "ლოკომოტივში" მის ყოფილ მწვრთნელს, იური სიომინს დაუკავშირდა, რომელიც რუსული ფეხბურთის გურუდ მოიხსენია და ქართველის დახასიათება სთხოვა. გამოცემა გულშემატკივრებს ურჩევს, ფეხბურთელის გვარის წარმოთქმა ისწავლონ, ვინაიდან ის ნეაპოლურ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა. ეს ინტერვიუ Tuttomercatoweb-მა, napolipiu-მ, Iotifonapoli-მ და კიდევ რამდენიმე გამოცემამ გამოაქვეყნა და მკითხველს ხვიჩას თამაშის ვიდეოკოლაჟიც შესთავაზა. უნდა ითქვას, სიომინმა ყოფილ შეგირდს დიდებული რეკომენდაცია მისცა:

"ინსინიე? ის მისი საფეხბურთო ორეულია. დრიბლიორი, ტექნიკური, გენიალური. მისგან მუდამ რაღაცას ელი. მახსოვს, რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ
ერთმა ფეხბურთელმა მთხოვა, მეთამაშებინა. ნუთუ ის მხოლოდ 18 წლისაა? ასეთი ყოველთვის მოედანზე უნდა იყოს. თუ "ნაპოლი" გადაიბირებს, შესანიშნავ შენაძენს გააკეთებს.

ხვიჩას ადგილი მარცხენა ფრთაზეა, თუმცა სხვა პოზიციაზეც შეუძლია თამაში. განსაკუთრებით ექსტრაორდინარული კონტრიერიშებისასაა. საქართველოს ნაკრების საკვანძო ფიგურაა. უბრალოდ ნახეთ მისი ასპარეზობა შვედეთთან და ესპანეთთან, რათა მიხვდეთ, რას ვლაპარაკობ. ნახტომი უნდა განახორციელოს და ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბში გადავიდეს. მისი თამაში პირველად ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ვიდეოში ვნახე. ბურთს ნახევარდაცვაში აუტის ხაზთან დაეუფლა, 4 მეტოქე მოატყუა და ცარიელ კარში მშვიდად  გაიტანა და ამას აკეთებს ისევ და ისევ. მაშინ ვთქვი: "დიახ, მისი აყვანა საჭიროა". მისი მამა, ბადრი, კარგი თავდამსხმელი იყო, აზერბაიჯანის ნაკრების ღირსებას იცავდა და სავარაუდოდ, შვილს ზოგიერთი ფინტი მან ასწავლა.

ვურჩევდი, ახლავე დიწყოს იტალიური ენის სწავლა, რაც ახალ გარემოში ადაპტაციაში დაეხმარება. საოცარი "ნაპოლი" ასეთი მოთამაშისთვის იდეალურია. ჩემი აზრით, ის ნებისმიერი მწვრთნელისთვის სასურველია. დიდი შემოქმედებითი ნიჭი გააჩნია, რაც შეტევისას სიტუაციის შეცვლის საშუალებას აძლევს. მალე დაამტკიცებს, რომ ისეთ გუნდში მზადაა ითამაშოს, როგორიც "ნაპოლია".

სამწუხაროდ, "ლოკომოტივში" იჯარით იყო და მხოლოდ ნახევარი წელიწადი დარჩა, მაგრამ ვარჯიშებზე შთამბეჭდავი გახლდათ. ვარჯიშზე პირველი მოდიოდა და ბოლო მიდიოდა. ბევრს შრომობდა. შემდეგ "რუბინში" გადავიდა. როდესაც "ლოკომოტივმა" გაუშვა, არ დავეთანხმე. ცაციათი თამაშობს, მაგრამ კარში მარჯვენით ურტყამს. ტაქტიკური სქემა 4-2-3-1 იქნება თუ 4-3-3, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, შანსი მისცე".

მკითხველის კომენტარები / 14 /
პალიჩი მაგარი ტიპია ! ყოველთვის უყვარდა ქართველები !
zura222
11:21 05-04-2022
4
გაგიმარჯოს ღმერთმა იური პალიჩ,რა ცუდია,რომ რუსეთია შენი სამშობლო
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
12:18 05-04-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული