La Gazzetta dello Sport: კვარაცხელია 1-ელ ივლისს "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტმა" გუშინ Il Mattino-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომ ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მალე "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება.

"ეს ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ნაპოლის" პირველი შენაძენი იქნება. ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ 21 წლის კვარაცხელიას ნეაპოლურ გუნდში გადასაყვანად, რომელსაც ადრე "მილანს" უკავშირებდნენ, ყველაფერი გაკეთებულია.

"რუბინთან" დამშვიდობების შემდეგ კვარაცხელიამ სეზონის სამშობლოში დასრულება გადაწყვიტა, ბათუმის "დინამოში" გადავიდა, 1-ელი ივლისიდან კი "ნაპოლის" ახალი მოთამაშე გახდება. ის ძალიან სწრაფი თავდამსხმელია, კარგად ეხერხება დრიბლინგი და "ნაპოლისთან" კონტრაქტს 2027 წლის ივნისამდე გააფორმებს. ხვიჩა ლორენცო
ინსინიეს ადგილს დაიკავებს, რომელიც კანადაში გაემგზავრება, რათა "ტორონტოში" დაიწყოს თავისი თავგადასავალი", - წერს გამოცემა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" უნდა ქართველი 9.5 მილიონ ევროდ შეიძინოს, თანხა სამ ტრანშად დაფაროს, სეზონურ გასამრჯელოდ კი ბონუსებიანად 1.1 მილიონს დაუნიშნავს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ღმერთმა ქნას, მაგრამ როგორც პსჯ-მ მოიგო ჩემპიონთა ლიგა ისე ბათუმი გავა ჯგუფურ ეტაპზე კვარასა და ზურიკოს დამატებით. რომელს აქვს ევროტურნირებზე თამაშის გამოცდილება? ჩემი აზრით გუნდი უფრო აირევა. როგორც ჩანს მათი ბათუმში გადმოსვლა სულ სხვა მიზნებს ემსახურება რასაც ჩვენ არავინ გვეტყვის. ისე ვერ ხვდებით? გუნდში ჯერ არ გადმოსულან და უკვე წასვლაზე იწერება ათასი ჭორ- მართალი.ასეთ მდგომარეობაში როგორ ითამაშებენ მთელი კონცენტრაციით არ ვიცი. ბოლოს და ბოლოს ორივე რუსეთის მაჩანჩალა კლუბებში გამოდიოდნენ. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ტრანზიტული მგზავრებივით ჩამოვიდნენ ბათუმში და ეგრევე გინდათ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაზე გაგვიყვანონ.
შულაია
13:48 06-04-2022
4
იმედია კვარა დარჩება ლიგის შესარჩევზე და თან მაინტერესებს ამ ფორმაციის დინამოს თქვენი აზრით რა შანსი აქ ლიგაზე?? რეალურად თუ ადრე გამართლების იმედად ვიყავით შესარჩევებზე შემადგენლობიდან გამომდინარე (დინ.თბილისი, ზესტაფონი, დილა, ტორპედო) აქ მეტი პერსპექტივა ჩანს ჩემი აზრით. თქვენ რას ფიქრობთ ვაართ რეალურად ძალა ??
rabu
13:28 06-04-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული