კვარაცხელია - სადებიუტო, ჩაკვეტაძე კიდევ ერთი გოლის გასატანად - საინტერესო დღე

AutoSharing Option
როგორც უნდა ვისაუბროთ, ფაქტი ერთია - ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის "დინამოში" ჩარიცხვამ ეროვნული ლიგის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების ლიდერის სამშობლოში დაბრუნებას თავისი უარყოფითი ფაქტორებიც ახლავს, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ "კვარამ" არსებულ ვითარებაში საუკეთესოდ იმოქმედა და ზაფხულსაც დაველოდოთ, როცა მას იტალიურ "ნაპოლის" უკავშირებენ.

გასულ ტურში ხვიჩას მეტოქესთან შეკამათება მოუწია და ამას გულშემატკივრებში გარკვეული განხილვა მოჰყვა. რაც გამოჩნდა, ისაა, რომ კვარაცხელია ბოლომდე მონდომებულია და მეტოქეებსაც მასთან დაპირისპირება თავის წარმოჩენის კიდევ უფრო კარგი საშუალებაა...

დღეს, 10 აპრილს, ერთმანეთის პარალელურად ორი
შეხვედრა გაიმართება - ერთი ზესტაფონში, მეორე კი კილში. ცოტა ხნის წინ, ალბათ, რთული წარმოსადგენი იქნებოდა, რომ ორივე ამ დაპირისპირების მიმართ დიდი ინტერესი გვექნებოდა და ერთდროულად ყურების სურვილი გაგვიჩნდებოდა. ხვიჩა კვარაცხელია და "დინამო" წყალტუბოს "სამგურალს" შეხვდებიან, გიორგი ჩაკვეტაძე და "ჰამბურგი" კი - "კილს".

კვარაცხელიამ სადებიუტო შეხვედრაში მხოლოდ მე-2 ნახევარში ითამაშა, ახლა კი სასტარტოში ველით. ბათუმელები 13 ქულით ეროვნულ ლიგას ლიდერობენ, მათ მოწინააღმდეგეს კი 8 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. გიორგი მიქაძეს ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავს - მიმდინარე სეზონში წყალტუბოელები მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ, გასულ ტურში კი ფავორიტი "ტორპედო" მისსავე მოედანზე (2:0) დაამარცხეს.

რაც შეეხება გია გეგუჩაძეს, ახლა მისი ერთ-ერთი მთავარი დილემა შემადგენლობის სწორად როტაციაა, ბათუმელთა რიგებში ხომ სერიოზული კონკურენციაა, გუნდს ბოლო მომენტში ზურიკო დავითაშვილიც შეუერთდა.

ეს შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება, 30 წუთით (15:30 სთ) ადრე კი მოედანზე "ჰამბურგსაც" ვიხილავთ. ოღონდ რთული სათქმელია, ჩაკვეტაძე სასტარტოში იქნება თუ არა. გიორგიმ გასულ ტურში კი გაიტანა, მაგრამ გადადებულ შეხვედრაში მხოლოდ 11 წუთი მიეცა.

ჰამბურგელები 45 ქულით მე-6 ადგილზე არიან და იმისთვის, რომ ბუნდესლიგაზე ფიქრს არ შეეშვან, 3 ქულა აუცილებლად სჭირდებათ.

altკვარაცხელიას დებიუტი ბათუმის "დინამოში" და გამარჯვება "თელავთან" [VIDEO]

altჩაკვეტაძემ "ჰამბურგში" სადებიუტო ბურთი გაიტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჰა,ბურგის თამაში დაიწყო,მაგრამ შემადგენლობის გამოცხადებაც ვერ მოასწრეს,რომ მსაჯმა თამაში შეაჩერა და გუნდები რამდენიმე წუთით მოედნიდან გაიყვანა,ჰამბურგის გულშემატკივრებმა შუშხუნები აანთეს და სტადიონზე ბოლი დადგა.მხოლოდ ახლაღა გამოვიდნენ მოედანზე.მატჩ ფუტბოლ 3-ზეა გადმოცემა.
სოსო
15:45 10-04-2022
0
ჰამბურგმა შემადგენლობა გამოაქვეყნა. გიორგი სათადარიგოშია.
ქ. გ.
14:45 10-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული