კობიაშვილი კვარაცხელიასა და კვირკველიას კონდიციებზე - რამდენად იქნებიან მზად?

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გადაცემის "სპორტი იმედზე" სტუმარი იყო, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ ისაუბრა:

"კარგი იყო, რომ მთავარმა მწვრთნელმა არაერთი ფეხბურთელი გამოსცადა. ტრავმებისა და პრობლემების მიუხედავად, საკმაოდ წარმატებული ამხანაგური შეხვედრები გვქონდა...

შვედეთთან თამაშის შემდეგ სტაბილური გუნდი გვყავს, რომლისგანაც გარკვეული მოლოდინები გვაქვს. სწორ გზაზე ვდგავართ, მაგრამ ეს საკმარისი არაა და კიდევ უფრო მეტის სურვილი არსებობს...

იგრძნობა, როცა გუნდს გამარჯვების განწყობა აქვს და ახლა ეს კარგად გამოჩნდა, ისევე, როგორც ერთიანობა. მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს...

ბოლოს
კრიტიკა ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრას მოჰყვა. გამოჩნდა, რომ ვილი სანიოლს გარკვეული გეგმა ჰქონდა და ახალი ტაქტიკური სქემა წარმატებული გამოდგა. საქმიანი და სწორი კრიტიკა მოთამაშეებსაც ძალიან სჭირდებათ...

გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთაც ლიდერობის საკუთარ თავზე აღება შეუძლიათ. ივნისში ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს და ბევრი მოთამაშე დაგვჭირდება...

ახლა მთავარი ისაა, რამდენად მოახერხებენ საქართველოში დაბრუნებული ფეხბურთელები (კვარაცხელია, კვირკველია, დავითაშვილი) იმ კონდიციებში ყოფნას, როგორიც ივნისში ეროვნულ ნაკრებში გვჭირდება."

altსაქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა - ბენინზე უკან და უგანდაზე წინ

alt"რიბერის სტილში თამაშობს, შეიძლება, ახლა "ბაიერნის" დონის არაა, მაგრამ..." - სანიოლმა ცნობილ გერმანულ გამოცემასთან კვარაცხელიაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 7 /
კაშია ლოკომოტივს რომ შეურთდა,სანამ ვაისთან წავიდოდა, ყველამ კარგად დავინახეთ რა კარგ ფორმაში შეხვდა სანაკრებო მატჩებს. ასე რომ გადაჭარბებულია ის თითქოს რუსეთის ჩემპიონატი ბევრით ჯობდეს ჩვენსას, ჩვენთან რომ ეგეთი პირობები და სტადიონები იყოს მართლა ვერ მოვიდოდნენ ჩვენთან დონით
გიორგი კაჭკაჭიშვილი
22:53 11-04-2022
0
იმის ნაცვლად რომ ე ლიგა უფრო მაღალ დონეზე ავიდეს და განვითარებაზე იფიქრონ თითქოსდა აქ მოთამაშეები ყველა ფუკაა.. რუბინი უპეშტი ჰათაია და ასე შემდეგ იქ რა ხდება?!უბრალოდ მეტს იხდიან მეტი არაფერი მაგ კლუბებში ხო სულ ყველანი მაღალ კონდიციებში არიან და უკეთეს ფეხბურთს თამაშობენ რითია ეგ კლუბები ჩვენთან შედარებით მაღალ დონეზე? რა მიღწევები აქვთ? ან საერთოდ როგორ შეილება ასე დაჩაგრო საკუთარი ჩემპიონატი და არაფრად ჩააგდო..
მე მჯერა ქართველი გულშემატკივრების სტადიონებისკენ ვირაზმებით უკვე თამაშიდან თამაშამდე იზდება ქომაგების რაოდენობა და ბიჭებიც დამშეული მგლებივით იბრძვიან მოედნის თითო სანტიმეტრისთვის ეს ნათლად ჩანს ყოველ თამაშში და დაძაბულობაა მთელს ჩემპიონატში ამის შემდეგ როგორ ვერ უნდა დაინახო რომ წინ მივიწევთ?
ჰამბურგის თამაშებიც ავიღოთ მოდი დინამო ბათუმს შევახვედროთ დავინახავთ რომ არაფრითაა ჩვენზე მეტი და პირიქით..მოლოდინები დიდი გვაქვ და მჯერა წინ დიდი გამარჯვებები გველოდება ნაკრებს და კლუბებსაც წინ საქართველო!!
შავი კაცი
12:37 11-04-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული