"რიბერის სტილში თამაშობს, შეიძლება, ახლა "ბაიერნის" დონის არაა, მაგრამ..." - სანიოლმა ცნობილ გერმანულ გამოცემასთან კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა გერმანულმა გამოცემა Bild-მა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტმა ჩვენი გუნდის თავკაცს შემდეგი კითხვა დაუსვა:

-თქვენ უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოს ნაკრებს წვრთნით, რომელ ფეხბურთელი განვითარდა ისე, რომ გვირჩევდით ბუნდესლიგაში, მათ შორის თქვენს ყოფილ გუნდში "ბაიერნში" სათამაშოდ?

-ჩვენი ყველაზე დიდი ტალანტი ხვიჩია კვარაცხელიაა, ის რიბერის სტილში თამაშობს, ყოველთვის მიდის რისკზე, სწრაფია, კარგ პასებს აკეთებს და ტექნიკურად ძალიან ძლიერია.

მან ყაზანის "რუბინი"
დატოვა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ახალ კლუბში რეგულარულად ითამაშოს და ჰყავდეს მწვრთნელი, რომელიც ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

კვარაცხელიას ნამდვილად შეუძლია ბუნდესლიგაში თამაში. 21 წლის ასაკში შეიძლება მთლად "ბაიერნის" დონის არ არის, მაგრამ "დორტმუნდში", "ლევერკუზენში" ან "გლადბახში" თამაში ნამდვილად შეუძლია", - უპასუხა სანიოლმა.

alt"დამირეკა იაშვილმა... 5 წუთი ვილაპარაკეთ და ვუთხარი..." - სანიოლმა მოჰყვა, როგორ დაინიშნა საქართველოს ნაკრების მწვრთნელად

მკითხველის კომენტარები / 19 /
არავითარ შედარებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს.ასე ადარებდნენ მესხსა და მეტრეველს, რაც სწორი არ იყო და შემდგომ ამის მოსურნე ხალხი გაქრა. მოდით ჯერ ეს ბიჭები მართლაც მესხისა და მეტრეველის დონეზე ავიდნენ და უფრო კარგად გავიგებთ რასთან გვაქვს საქმე. ჩაკვეტაძე მგონია გადაურჩა ამ უძნელეს ტრამვას და ათამაშდება სრული ძალით ცოტა ხანში. კიდევ ბევრი რამ სჭირდება ორივეს უმაღლეს დონეზე სათამაშოდ: 1. ჯანმრთელობამ გაქაჩოს უმძიმესი დატვირთვები;
2. იღბალი, რომ ტრამვები (ყოველ შემთხვევაში მძიმე) არ დაემართოთ;
3. ტოპ 4-ის გუნდები, რომლებშიც გაიზრდებიან და განვითარდებიან;
4. შესაბამისი აღმზრდელი მწვრთნელები. ასე, რომ წინ ბევრი რამ გვჭირდება და
ნეტა ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ აეწყოს. მაგენი თუ მაღალ დონეზე ავლენ მათ მითვება ნახევარდაცვის დაცვის მოთამაშეები და ქართული ნიჭის სესაბამისი ნაკრები გვეყოლება.
პეტრე
12:17 13-04-2022
0
მეგობრებო, ქართველებო სტატია წავიკითხე და არასასიამოვნო კომენტარებიც მომხვდა თვალში ამიტომ როგორც ქართველი ქართველს თხოვნა იქნება რომ ასეთ შედარებებს ამ ორ მაგარ ფეხბურთელში ნუ აკეთებთ ეს ბიჭები და არა მარტო ეს ბიჭები ჩვენი სიამაყეები არიან გვიყვარს ეს ფეხბურთელები და გვემედებიან. ამიტომ ნუ დავთესავთ შუღლს ნუ შევქმნით ნეგატიურ განწყობას პირადად ამ ორი მაგარი კაცის მისამართით რადგან ესენი პირველ რიგში კაცები არიან მეგობრობენ და ორივეს ერთი მიზანი აქვთ რომ ქვეყანა ასახელონ ამიტომ ასეთი მიდგობა გაუმართლებელი და სასტიკად არასწორია. მართალია ერთ ფლანგზე თამაშობენ მაგრამ რადიკალურად განსხვავებული სათამაშო უნარები და თამაშის სტილი აქვთ და ასე გადაჭრით მე ვიტყოდი რომ ფეხბურთის არ მცოდნე იტყვის რომ რომელიმე ერთმანეთზე ნაგარ ან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს საერთოდ სხვადასხვანაირი სტილი აქვთ და ორივე უუუულამაზესი სტილია ამიტომ მოდი ვაცადოთ განვითარება და ვუსურვოთ წარმატებები თვითოეულ მათგანს ვისაც საქართველოს ნაკრების ფორმა აცვია და სულსა და გულს დებს მისთვის. ნუ დავთესავთ შუღლს!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული