![](https://sportall.ge/pictures/image5/9d947520a9fda23a49b6df3fbfb76a6f.jpg)
ბრიტანული წყაროს მიხედვით, "ჰალის" მთავარი მიზანი "ჰათაისპორის" მალელი ნახევარმცველის, ადამა ტრაორეს შეძენაა. საბა ლობჟანიძის 26 წლის თანაგუნდელს სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და მისი გადაბირება თავისუფალი აგენტის სტატუსითაა შესაძლებელი.
![არველაძის მთავარი მიზანი - ქართველი ლეგიონერის თანაგუნდელი Sportall.Ge](/pictures/artimages/original/69bd0b9ffb7c6f096ff4a0dacd2c5c8c.jpg)
ტრაორეს მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს. ის თურქეთში "მეციდან" გადაბარგდა, სადაც მაშინ გამოდიოდა, როცა ფრანგული კლუბის წევრი გიორგი
რაც შეეხება არველაძის გუნდს - ახლა მათი მთავარი საზრუნავი ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც იჯარით ჰყავთ აყვანილი, მათ შორის, ლონდონის "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედიდან".
ჩემპიონშიპის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. ქართველი სპეციალისტის გუნდი მე-18 ადგილზეა, ლიგაში დარჩენა გარანტირებული აქვს, მომავალში კი პრემიერლიგისთვის ბრძოლას აპირებს.
არველაძე: გაჩერებას არ ვაპირებთ... აქ მუშაობა მსიამოვნებს
არველაძემ ბრწყინვალე სტილში გაიტანა - კაკასა და კარლოსის წინააღმდეგ [VIDEO]