ქეცბაია: პასუხისმგებლობა მე მეკისრება

AutoSharing Option
კვიპროსის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" "ომონიასთან" საკუთარ მოედანზე (0:2) დამარცხდა და ფინალში გასვლის შანსები გაირთულა. გიორგი ლორია სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

მატჩის შემდეგ ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა:

"ეს ნამდვილად არ არის ის შედეგი, რასაც ველოდით. ჩვენ ვერ დავაკმაყოფილეთ თამაშის საჭიროებები. ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან ცუდად ვითამაშეთ. პირველ ტაიმში "ომონია" ნამდვილად უკეთესი იყო, მაგრამ შანსები ჩვენც გვქონდა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მე მეკისრება, როგორც მწვრთნელს.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მრავალი წლის შემდეგ სტადიონი გავავსეთ, თუმცა ხალხი თამაშით
ვერ დატკბა და ვერც გამარჯვებით გაიხარა“.

განმეორებითი მატჩი 4 მაისს შედგება. რაც შეეხება კვიპროსის ჩემპიონატს, მის დასრულებამდე 2 ტურით ადრე "ანორთოსისი" მე-5 ადგილზეა და ევროტურნირებზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

altმატჩის დღე! ქეცბაია და ლორია თასის ფინალთან ახლოს


მკითხველის კომენტარები / 2 /
ეეე ბოხმა ბოხმა წინ წინ ქეც..............
pepe
12:17 29-04-2022
0
არაფერი მწვრთნელი შენ არა ხარ
შაკო
08:54 28-04-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული