მატჩის შემდეგ ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა:
"ეს ნამდვილად არ არის ის შედეგი, რასაც ველოდით. ჩვენ ვერ დავაკმაყოფილეთ თამაშის საჭიროებები. ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან ცუდად ვითამაშეთ. პირველ ტაიმში "ომონია" ნამდვილად უკეთესი იყო, მაგრამ შანსები ჩვენც გვქონდა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მე მეკისრება, როგორც მწვრთნელს.
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მრავალი წლის შემდეგ სტადიონი გავავსეთ, თუმცა ხალხი თამაშით
განმეორებითი მატჩი 4 მაისს შედგება. რაც შეეხება კვიპროსის ჩემპიონატს, მის დასრულებამდე 2 ტურით ადრე "ანორთოსისი" მე-5 ადგილზეა და ევროტურნირებზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.