ტრავმების სიმრავლემ ანანიძეს ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა არ მისცა - ბათუმის "დინამოს" განცხადება

AutoSharing Option
ჯანო ანანიძის მიერ საფეხბურთო კარიერის დასრულებას ყოფილი ფეხბურთელის უკანასკნელი კლუბი, ბათუმის "დინამო" გამოეხმაურა:

"პირველ რიგში, გვინდა ჯანოს ჯანმრთელობა ვუსურვოთ და ჩვენი გუნდის მაისურით მოედანზე გატარებული თითოეული წუთისთვის მადლობა გადავუხადოთ.

სამწუხაროდ, ტრავმების სიმრავლემ ჯანოს საფეხბურთო ნიჭის სრულად წარმოჩენის საშუალება არ მისცა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს უამრავი დადებითი ემოცია აჩუქა.

ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ჯანო ანანიძე კვლავაც დარჩება ქართული ფეხბურთის სამსახურში და არაერთ სასიკეთო საქმეს გააკეთებს."

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების 29 წლის ყოფილი ნახევარმცველის მიერ ფეხბურთიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის
წინ გავრცელდა.

alt"თუ ხვიჩა "ნაპოლიშიც" ამას გააკეთებს..." - ჯანო ანანიძემ კვარაცხელიას ტრანსფერი შეაფასა

alt"გახდება თუ არა ანანიძე მწვრთნელი?" - რუსეთის ნაკრების თავკაცმა კითხვაზე უპასუხა

 

alt29 წლის ჯანო ანანიძე კარიერას დაასრულებს

მკითხველის კომენტარები / 4 /
მივმართავ ბათუმის დინამოს გულშემატკივარს. მომდევნო თამაშზე რომელიც ბათუმში გაიმართება ჯანოს ოვაციები მოვუწყოთ. მენანება ეს ბიჭი. უნდა დარჩეს. უნდა ითამაშოს. ჯანო არ დანებდე გთხოვ. ისეთი კონტრაქტი გააფორმე რომელიც ბათუმის დინამოში დარჩენის საშუალებას მოგცემს. ერიქსენს გული კინაღამ გაუსკდა და დაბრუნდა. შენც შეგიძლია დაბრუნება. ღმერთი შენსკენ.
roma
02 მაისი 2022 12:16
0
ასეთი ბურთის დამკავებელი და გამანაწილებელი შეტევის წამომწყები ფეხბურთელები დღეს თითქმის არ არიან დღეს ქართულ ფეხბურთში.ჯანო ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო და ასევე კარგი პიროვნება.უდიდესი დანაკლისია ქართული ფეხბურთისთვის.ფეხბურთის გემოვნება ვისაც აქ მისნაირი ფეხბურთელები ალამაზებენ სპორტის ამ სახეობას.
qomagi
30 აპრილი 2022 15:22
0
ძალიან ვწუხვარ,ჯანოს გამო.სულ მქონდა იმედი, რომ ტრავმებს მოირჩენდა და ძველებურად ათამაშდებოდა.ძალიან კარგი ბიჭია და სადაც წავა,ყველგან უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ.
სოსო
29 აპრილი 2022 17:56
0
ინტელექტუალურ ფეხბურთელებს რატო ემართებათ. ჯანო ჩაკვე ყენია კიტე ასათიანი კიდე ბევრია სულ ტრავმებიაქ
beqa
29 აპრილი 2022 15:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული