ტრავმების სიმრავლემ ანანიძეს ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა არ მისცა - ბათუმის "დინამოს" განცხადება

AutoSharing Option
ჯანო ანანიძის მიერ საფეხბურთო კარიერის დასრულებას ყოფილი ფეხბურთელის უკანასკნელი კლუბი, ბათუმის "დინამო" გამოეხმაურა:

"პირველ რიგში, გვინდა ჯანოს ჯანმრთელობა ვუსურვოთ და ჩვენი გუნდის მაისურით მოედანზე გატარებული თითოეული წუთისთვის მადლობა გადავუხადოთ.

სამწუხაროდ, ტრავმების სიმრავლემ ჯანოს საფეხბურთო ნიჭის სრულად წარმოჩენის საშუალება არ მისცა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს უამრავი დადებითი ემოცია აჩუქა.

ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ჯანო ანანიძე კვლავაც დარჩება ქართული ფეხბურთის სამსახურში და არაერთ სასიკეთო საქმეს გააკეთებს."

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების 29 წლის ყოფილი ნახევარმცველის მიერ ფეხბურთიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის
წინ გავრცელდა.

alt"თუ ხვიჩა "ნაპოლიშიც" ამას გააკეთებს..." - ჯანო ანანიძემ კვარაცხელიას ტრანსფერი შეაფასა

alt"გახდება თუ არა ანანიძე მწვრთნელი?" - რუსეთის ნაკრების თავკაცმა კითხვაზე უპასუხა

 

alt29 წლის ჯანო ანანიძე კარიერას დაასრულებს

მკითხველის კომენტარები / 4 /
ინტელექტუალურ ფეხბურთელებს რატო ემართებათ. ჯანო ჩაკვე ყენია კიტე ასათიანი კიდე ბევრია სულ ტრავმებიაქ
beqa
15:42 29-04-2022
0
ძალიან ვწუხვარ,ჯანოს გამო.სულ მქონდა იმედი, რომ ტრავმებს მოირჩენდა და ძველებურად ათამაშდებოდა.ძალიან კარგი ბიჭია და სადაც წავა,ყველგან უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ.
სოსო
17:56 29-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული