"ჩვენმა თაობამ ეს ვერ შეძლო" - არველაძის მილოცვა

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ჩემპიონის ვინაობა გაირკვა - "ტრაბზონსპორი" "ფენერბაჰჩესთვის" მიუწვდომელი აღმოჩნდა და 38-წლიანი პაუზის შემდეგ საუკეთესო გახდა. ამ ამბავს ტრაბზონელთა ყოფილი ფეხბურთელი და შემდეგში მთავარი მწვრთნელი, ამჯერად ინგლისური "ჰალის" დამრიგებელი შოთა არველაძე გამოეხმაურა:

"ვულოცავ "ტრაბზონსპორს" თურქეთის ჩემპიონობას. ძალიან მიხარია კლუბისა და ყველა გულშემატკივრის გამო! ჩვენმა თაობამ ეს ვერ შეძლო... ამ გუნდმა საოცარ შედეგს მიაღწია და გულშემატკივრები გაახარა. წარმოუდგენელი სეზონი, ვამაყობ შენით, ტრაბზონ!"

შოთა (ტყუპისცალ არჩილთან ერთად) თურქული კლუბის ღირსებას 1993-97 წლებში იცავდა, რა დროშიც 81 გოლის გატანა
(123 მატჩში) შეძლო, ტრაბზონელებმა კი თურქეთის თასსა და სუპერთასზე გაიმარჯვეს. შეგახსენებთ, 2015 წელს შოთა ყოფილი კლუბის დამრიგებელიც გახდა, თუმცა დიდი ხანი არ უმუშავია.

altარველაძე - თუ ვინმე ეძებს დამნაშავეს, ის ყოველთვის ჩემგან იწყება

altშოთა არველაძე ჯანო ანანიძის გადაწყვეტილებას ეხმაურება

altარველაძე: გაჩერებას არ ვაპირებთ... აქ მუშაობა მსიამოვნებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული