არველაძე - თუ ვინმე ეძებს დამნაშავეს, ის ყოველთვის ჩემგან იწყება

AutoSharing Option
შოთა არველაძემ "ჰალ სიტის" გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა, რაც მისი გუნდი "ბრისტოლთან" (0:5) განადგურდა. პირველი ტაიმის შემდეგ, დაცვაში დაშვებული საშინელი შეცდომების გამო, ქართველი სპეციალისტის ფეხბურთელები უკვე 3-ბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ.

მატჩის შემდეგ, არველაძემ კომენტარი გააკეთა:

"თავს საშინლად ვგრძნობ. მეტოქეს დიდი სივრცეები გავუხსენით, რაც მათ ძალიან სურდათ და იდეალურად გამოიყენეს. ჩვენ ძალიან ნელა ვმოძრაოდით. ეს საშინელი დღე და ასეთივე შედეგი იყო.

შესაძლოა, ჩემი ბრალიცაა, რადგან სხეულის ენა უფრო მოდუნებული მქონდა. თუ ვინმე ეძებს დამნაშავეს, ის ყოველთვის ჩემგან იწყება."

ინგლისის ჩემპიონშიპი 7 მაისს დასრულდება
- "ჰალი" ლეგენდარულ "ნოტინგემ ფორესტს" უმასპინძლებს. შოთას გუნდი მე-18 ადგილზეა და ცხრილში დაწინაურებას ვეღარ შეძლებს. 

altშოთა არველაძის "ჰალი" "ბრისტოლთან" განადგურდა

მკითხველის კომენტარები / 12 /
მიდი შოთიიი! არ დანებდე!
ნიკო
11:30 02-05-2022
0
წადი ფახთაქორში რა
aleko
00:14 02-05-2022
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული