"დინამო არენაზე" გამართულმა ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მატჩმა, სადაც ერთმანეთს თბილისისა და ბათუმის "დინამოები" (0:0) დაუპირისპირდნენ, დიდი ინტერესი გამოიწვია - შეხვედრას ჩვენი ჩემპიონატისთვის იშვიათი, 20 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.
ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი (-90) ლაშა ბექაური საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის "დინამოს" ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიასთან გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რასაც გულშემატკივრებში პოზიტიური გამოხმაურებები მოჰყვა.
შეგახსენებთ, ბექაური ამჟამად ტრავმირებულია.
"დინამოზე" დაბრუნებული გულშემატკივარი, კარგი თამაში და ზღვა ემოციები მატჩში, რომელსაც მხოლოდ გოლები დააკლდა [VIDEO]