ბათუმის "დინამო" და ჩემპიონთა ლიგა - ყველაფერი წილისყრასა და სასურველ მეტოქეებზე

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრები ერთგვარი დილემის წინაშე არიან - მოუთმენლად ელიან ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" გაოფიციალურებას, ამავდროულად კი, სურთ, "კვარა" საწყის ეტაპზე ბათუმის "დინამოსაც" დაეხმაროს, რათა იქნებ ქართულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან მიახლოება შეძლოს.

როდისაა წილისყრა?

საქართველოს ჩემპიონი პირველი მეტოქის შესახებ 14 ივნისს შეიტყობს, როცა უეფას შტაბ-ბინაში წილისყრა გაიმართება.

სამწუხაროდ, ბათუმელთა სარეიტინგო ქულა დაბალია და ისინი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე (საწყის სტადიაში მხოლოდ რამდენიმე გუნდი თამაშობს) განუთესავი იქნება. რა თქმა უნდა, არსებობს ერთი შეხედვით სასურველი და არასასურველი მეტოქეები. მნიშვნელოვანია, რომ უეფა
ტერიტორიული დაყოფის პრინციპს იყენებს და სავარაუდო მეტოქეებს ასე ადგენს, რის გამოც ურთიერთობების გარკვევა ხშირად მეზობელი ქვეყნების გუნდებთან გვიწევს.

ყველაზე არასასურველი

მიუხედავად იმისა, რომ სარეიტინგო ქულით ასე სულაც არაა, ყველაზე ძლიერ მეტოქეს მოლდოვის "შერიფის" მიჩნევა შეგვიძლია, რომელმაც უეფას მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფში თვით მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ მშვენიერი გამოცდილება დააგროვა.

მსგავსის თქმა შეიძლება აზერბაიჯანულ "ყარაბაღზეც", რომლის კარსაც ლუკა გუგეშაშვილი იცავს. ბულგარეთის ჩემპიონ "ლუდოგორეცის" შესაძლებლობებზეც მშვენივრად მოგვეხსენება.

ზემოხსენებული ტერიტორიული პრინციპიდან გამომდინარე, საწყის მეტოქედ ისეთი ძლიერი გუნდების თავიდან აცილება შეიძლება, როგორებიც "მალმიო" (შვედეთი) და "ბოდო გლიმტი" (ნორვეგია) არიან.

პირველი ეტაპის განთესილთა შორისაა ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი ბრატისლავის "სლოვანი", სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან.

მეტი შანსი

რა თქმა უნდა, თამაში ყველასთანაა შესაძლებელი, თუმცა არიან გუნდები, რომლებთანაც ჩვენს ჩემპიონს მეტი შანსი ექნება.

პირველ რიგში, მაინც ლიეტუვის "ჟალგირისის" ხსენება შეიძლება, რომელიც განთესილთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სუსტია. კიდევ ერთხელ შევეხებით უეფას მიერ დანერგილ პრინციპს, რის გამოც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შედარებით დაბალი რეიტინგის მქონე ფინური ჰიკ-ი საქართველოს ჩემპიონს ასცდება.

მთავარი, რასაც ვერ ვახერხებდით

უეფას საკლუბო ფეხბურთის სისტემა ისეა აწყობილი, ჩემპიონებს უფრო დაბალი რანგის ტურნირებზე გადართვა პირველივე მეტოქესთან მარცხით შეუძლიათ, თუმცა ეს ისაა, რაზეც არასდროს უნდა ვიფიქროთ. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი ძლიერი გუნდის ჩამოტოვება ნიშნავს, რომ შემდეგ უკვე მე-2 ეტაპის ვერგადალახვის შემთხვევაში, ევროპა ლიგაზე უფრო სუსტ მოწინააღმდეგეზე გახვალ.

რა თქმა უნდა, ყველას სურვილია, ბათუმელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწიონ, თუმცა პროგრამა-მინიმუმი სწორედ ერთი მეტოქის გავლა უნდა აიყოს, რაც ბოლო წლებში ასე გვიჭირდა. სხვათა შორის, საქართველოს ჩემპიონის სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა ჩვენთან სწორედ მსგავს მიზნებზე ისაუბრა. მინიმუმ, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მიღმა რომ არ უნდა დავრჩეთ, ამაზე ყველა ვთანხმდებით...

საკადრო რესურსი

რა თქმა უნდა, ბათუმელები ახლა ძალიან გაძლიერდნენ, თუმცა მთავარი ფიგურა ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის სატრანსფერო სააკითხი გასარკვევია. შესაბამისად, ბათუმელებს ახალი მოთამაშეების დამატებაზე ფიქრი მაინც მოუწევთ. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 5-12 ივლისსაა.

აშკარად ჩანს, რომ გია გეგუჩაძის გუნდის დაცვის ხაზში ყველაზე ნაკლები კონკურენცია და საკადრო რესურსია. შესაბამისად, მათ ამ მხრივ მუშაობა მოუწევთ.

ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრებს ეიმედებათ და ამ საქმეში წილისყრაში გამართლება მნიშვნელოვანია. 14 ივნისამდე ცოტა დროა.

alt"დინამოზე" დაბრუნებული გულშემატკივარი, კარგი თამაში და ზღვა ემოციები მატჩში, რომელსაც მხოლოდ გოლები დააკლდა [VIDEO]

altკვარაცხელია და ჯოვინო პირველივე ტაიმში შეცვალეს, ბათუმის "დინამო" მარცხს გადაურჩა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 36 /
ბათუმის დინამოს დაცვის თამაში არის კატასტროფა! არაერთხელ მითქვამს და კიდე გავიმეორებ, ფინანსურად ამხელა შესაძლებლობების მქონე გუნდს,რაში ჭირდება ეს აზაცკი ვერ გამიგია.კობახიძეც არ წყვეტს ვარსკვლავებს, ძალიან არასტაბილურია. რა გახდა ასეთი 2 ნორმალური ცენტრალური მცველის აყვანა? ამ დაცვით რაც ბათუმს ამჟამად ყავს, შორს ნამდვილად ვერ გავფრინდებით.
ქობულეთიდან
05 მაისი 2022 14:35
4
ჩემპიონთა ლიგა გვინდა და ყარაბაღის და ბოდიო გლიმტის გვეშინია? მაშინ რა გვინდა ჯგუფურ ეტაპზე?
დათი
05 მაისი 2022 16:51
5
მასე შერიფმა რეალს მოუგო და დავანებოთ ფეხბურთს თავი?
დემეს
05 მაისი 2022 17:51
0
არა ეგ არც მიგულისხმია. ავღნიშნე რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის. ეგ კი არა არცერთი გუნდია ხელწამოსაკრავი და ნებისმიერი გუნდი შეიძება გახდეს შემდეგ სეზონში ახალი ბოდო გლიმიტი, მათ შორის დინამო ბათუმიც რომელსაც საამისოდ საკმაოდ დიდი ფუნდამენტი აქვს. არავისზე წინ თავი არ უნდა გვეგონოს და არც პირიქით, ბურთი მრგვალია. შერიფმა რეალს რომ მოუგო და ბოდო გლიმიტმა რომას 6 გოლი შეუგდო მაგიტომ ვიძახი უდიდეს სიფრთხილეს იმსახურებს ბოდოც და ყარაბაღიც, პრაგმატულობით უფრო გახვალ ლიგაზე ვიდრე ზედმეტი თავდაჯერებულობით.
დემე
06 მაისი 2022 00:59
0
ყველა გამოხმაურება
დაცვის ცენტრი თუარ მოძლიერდა არამგონია სადმე გავიდეს 2 გამოცდილი მცველია საჭირო. დღევანდელი მცველი ზედმეტად ნელები და ტლანქები არიან. კვირკველიაზე შეიძლება მუშაობა ტაბიძეზეც თასებზე დახმარებით ან იანვრამდე კონტრაკტებით
beqa
05 მაისი 2022 13:46
0
ყველაზე მეტად რაც მომწონს გუნდი 90 წუთი პრესინგზე თამაშობს, ბევრს მოძრაობენ და არ ჩერდებიან, არ დაძუნძულებენ, ამას არ ერთი ქართული გუნდი არ აკეთებს და არც ნაკრები სამწუხაროდ, არადა ეგ წარმატების აუცილებელი პირობაა
მერაბი
05 მაისი 2022 17:27
0
არცერთ ჟურნალისტს არცერთ სტატიაში არ გიხსენებიათ რატომ არ თამაშობს აბრაჰამ ფრიმპონგი, არადა იანვრიდან ბათუმის განაცხადშია, თან წერთ დაცვაში კონკურენცია არააო და კაცი კი დაგავიწყდათ... მოიკითხეთ, ცოცხალია?
ვენეციის კომისია
05 მაისი 2022 12:17
2
მოიცადა რომ წერენ ხვიჩა საკვალიფიკაციოებში დაეხმარება ბათუმსო როგორ დაეხმარება თუ პირველი თამაში 5 ივლისაა და ნაპოლიში კი მბობენ რომ 1 ივლისს უნდა შეგვიერთდესო ! და როგოა ეგ საქმე ? თუ რამე შეთანხმება აქვთ გუნდებს რომ იტალიის ჩემპიონატის დაწყებამდე ხვიჩამ ბათუმში ითამაშოს ? თუ ასეა ეს რა თქმა უნდა კრგია ბათუმისთვის და ჩვენთვის მაგრამ კარგი იქნება ხიჩასთვს ? ასე გუნდში სეზონისწინა მომზადების და ადპტაციის გარეშე რომ ჩაებას იტალიის თამაშებში ? თანაც დასვენება ხომ უნდა მთელი სეზონის და ივნისში ნაკრეში 4 მძიმე თამაშის მერე !
zura222
06 მაისი 2022 08:13
4
მცველად სოლომონი დაიმატონ კვირკველია, დანარჩენი კიდევ გიორგი წიტაიშვილი,ასევე ჩაკვეტაძე
ბაჩი
05 მაისი 2022 22:31
3
სოლომონი და ჯიმი ტაბიძე იდეალური კედელი იქნებოდა
დემე
06 მაისი 2022 01:00
0
მიუხედავად დიდი სურვილისა ბათუმი ვიხილოთ ლიგაზე, საერთო საქმისთვის ალბათ მაინც აჯობებს კვარა დროულად და უვნებლად გადავიდეს იტალიაში. მითუმეტეს ლიგაზე მოხვედრილი პატარა გუნდების აბსოლუტური უმრავლესობა არ არის ერთი კაცის გუნდები. უფრო მნიშვნელოვანი მგონია დაცვის ხაზის დროულად გაძლიერება. კარგი იქნებოდა ასევე გვეფიქრა ტაბიძესა და იგივე ჭაკვეტაძეზე. იქნება მოხერხდეს მათი რეალური პოტენციალის მშობლიურ ატმოსფეროში მაინც რეაბილიტირება. ხოლო რაც შეეხება ევროთასებზე თამაშს, ის უნდა დაიმსახურეს გუნდმა, ტრენერებმა, გულშემატკივრებმა, მფლობელებმა და ა. შ.
ამატაკი
05 მაისი 2022 18:07
2
სწორედ რო "საერთო საქმისთვის" არ ჯობია ხვიჩას ამ პერიოდში გადასვლა, კონკრეტულად მისთვის კი, თან ბოლო თანაშებში გუნდი კვარაცზელიაზეა აწყობილი, მერე შეცვალე, გადაალაგე, ევროპაზე თამაშობენ თუ პონჩიკებზე და გაზიან წყალზე
აკა
06 მაისი 2022 10:25
8
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო კი არა, დროზე გაუშვით მაგ კაცი ნაპოლში...იმათ კი არ უყიდიათ, ჯერ მხოლოდ წინასწარი შეთანხმებას...სერიოზული ტრამვა რომ მიიღოს კვარაცხელიამ ბათუმში, ნაპოლის ვალდებულება კი არ აქვს ნებისმიერ შემთხვევაში ყიდვის...თუ არ ვცდები, 10 ივნისს იხსნება სატრანსფერო სეზონი იტალიაში...11 ივნისს მოაწეროს ხელი და გაუშვით.
ქუთაისი
05 მაისი 2022 11:19
14
ბათუმის დინამოს თამაშებს კარგა ხანია ვუყურებ, მართლაც ჭირდება 2-კარგი ცენტრალური მცველი,საკმაოდ ნელი ცენტრალური მცველები ყავს ბათუმს და ძალიან გუჭირდებათ ლიგაზე მაგ მცველებით,სხვა მხრივ წინ გუნდი კარგად არის დაკომპლეკტებული და 1-2 კარგ ლეგიონერსაც წინა ხაზში თუ დაიმატებენ გადასარევი იქნება.
qomagi
05 მაისი 2022 16:48
0
ჯიმი ტაბიძეს თუ გაიფორმებს ბათუმი ძალიან სასიხარულო იქნება. ჯერჯერობით უკლუბოდაა, თუმცა ტრავმას როდის მოირჩენს ესაა საკითხავი. ნაკრებში ძალიან კარგად თამაშობდა, სწრაფიც იყო და მარცხენა მცველადაც შეეძლო თამაში მიუხედავად იმისა რომ ცენტრბექია და ჩემი აზრით დვალზე უკეთესად ითავსებდა მაგ პოზიციას
._.
05 მაისი 2022 17:36
0

სიახლეები პოპულარული