ბათუმის "დინამო" და ჩემპიონთა ლიგა - ყველაფერი წილისყრასა და სასურველ მეტოქეებზე

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრები ერთგვარი დილემის წინაშე არიან - მოუთმენლად ელიან ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" გაოფიციალურებას, ამავდროულად კი, სურთ, "კვარა" საწყის ეტაპზე ბათუმის "დინამოსაც" დაეხმაროს, რათა იქნებ ქართულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან მიახლოება შეძლოს.

როდისაა წილისყრა?

საქართველოს ჩემპიონი პირველი მეტოქის შესახებ 14 ივნისს შეიტყობს, როცა უეფას შტაბ-ბინაში წილისყრა გაიმართება.

სამწუხაროდ, ბათუმელთა სარეიტინგო ქულა დაბალია და ისინი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე (საწყის სტადიაში მხოლოდ რამდენიმე გუნდი თამაშობს) განუთესავი იქნება. რა თქმა უნდა, არსებობს ერთი შეხედვით სასურველი და არასასურველი მეტოქეები. მნიშვნელოვანია, რომ უეფა
ტერიტორიული დაყოფის პრინციპს იყენებს და სავარაუდო მეტოქეებს ასე ადგენს, რის გამოც ურთიერთობების გარკვევა ხშირად მეზობელი ქვეყნების გუნდებთან გვიწევს.

ყველაზე არასასურველი

მიუხედავად იმისა, რომ სარეიტინგო ქულით ასე სულაც არაა, ყველაზე ძლიერ მეტოქეს მოლდოვის "შერიფის" მიჩნევა შეგვიძლია, რომელმაც უეფას მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფში თვით მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ მშვენიერი გამოცდილება დააგროვა.

მსგავსის თქმა შეიძლება აზერბაიჯანულ "ყარაბაღზეც", რომლის კარსაც ლუკა გუგეშაშვილი იცავს. ბულგარეთის ჩემპიონ "ლუდოგორეცის" შესაძლებლობებზეც მშვენივრად მოგვეხსენება.

ზემოხსენებული ტერიტორიული პრინციპიდან გამომდინარე, საწყის მეტოქედ ისეთი ძლიერი გუნდების თავიდან აცილება შეიძლება, როგორებიც "მალმიო" (შვედეთი) და "ბოდო გლიმტი" (ნორვეგია) არიან.

პირველი ეტაპის განთესილთა შორისაა ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი ბრატისლავის "სლოვანი", სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან.

მეტი შანსი

რა თქმა უნდა, თამაში ყველასთანაა შესაძლებელი, თუმცა არიან გუნდები, რომლებთანაც ჩვენს ჩემპიონს მეტი შანსი ექნება.

პირველ რიგში, მაინც ლიეტუვის "ჟალგირისის" ხსენება შეიძლება, რომელიც განთესილთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სუსტია. კიდევ ერთხელ შევეხებით უეფას მიერ დანერგილ პრინციპს, რის გამოც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შედარებით დაბალი რეიტინგის მქონე ფინური ჰიკ-ი საქართველოს ჩემპიონს ასცდება.

მთავარი, რასაც ვერ ვახერხებდით

უეფას საკლუბო ფეხბურთის სისტემა ისეა აწყობილი, ჩემპიონებს უფრო დაბალი რანგის ტურნირებზე გადართვა პირველივე მეტოქესთან მარცხით შეუძლიათ, თუმცა ეს ისაა, რაზეც არასდროს უნდა ვიფიქროთ. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი ძლიერი გუნდის ჩამოტოვება ნიშნავს, რომ შემდეგ უკვე მე-2 ეტაპის ვერგადალახვის შემთხვევაში, ევროპა ლიგაზე უფრო სუსტ მოწინააღმდეგეზე გახვალ.

რა თქმა უნდა, ყველას სურვილია, ბათუმელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწიონ, თუმცა პროგრამა-მინიმუმი სწორედ ერთი მეტოქის გავლა უნდა აიყოს, რაც ბოლო წლებში ასე გვიჭირდა. სხვათა შორის, საქართველოს ჩემპიონის სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა ჩვენთან სწორედ მსგავს მიზნებზე ისაუბრა. მინიმუმ, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მიღმა რომ არ უნდა დავრჩეთ, ამაზე ყველა ვთანხმდებით...

საკადრო რესურსი

რა თქმა უნდა, ბათუმელები ახლა ძალიან გაძლიერდნენ, თუმცა მთავარი ფიგურა ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის სატრანსფერო სააკითხი გასარკვევია. შესაბამისად, ბათუმელებს ახალი მოთამაშეების დამატებაზე ფიქრი მაინც მოუწევთ. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 5-12 ივლისსაა.

აშკარად ჩანს, რომ გია გეგუჩაძის გუნდის დაცვის ხაზში ყველაზე ნაკლები კონკურენცია და საკადრო რესურსია. შესაბამისად, მათ ამ მხრივ მუშაობა მოუწევთ.

ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრებს ეიმედებათ და ამ საქმეში წილისყრაში გამართლება მნიშვნელოვანია. 14 ივნისამდე ცოტა დროა.

alt"დინამოზე" დაბრუნებული გულშემატკივარი, კარგი თამაში და ზღვა ემოციები მატჩში, რომელსაც მხოლოდ გოლები დააკლდა [VIDEO]

altკვარაცხელია და ჯოვინო პირველივე ტაიმში შეცვალეს, ბათუმის "დინამო" მარცხს გადაურჩა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 36 /
კანკავაზე და კაშიაზე იმუშავოს ბათუმმა კონტრაქტები ეწურებათ და უმაგრესი დანამატი იქნება თუ მოხერხდა დაცვასაც გაძლიერება სჭირდება დდ მათზე უკეთესს ვის იპოვიან
დემე
12 ივნისი 2022 16:01
0
მილიონი პროცენტით გეთანხმები, ძმაო!
ეროვნული ნაკრების ყოფილი და ამჟამინდელი კაპიტნები, ბათუმს უფრო მაღალ დონეზე აიყვანენ! ამათ გვერდით, ახალგაზრდებიც უფრო სწრაფ პროგრესს განიცდიან! ასეთი პროფესიონალების ხელიდან გაშვება, დიდი არაპროფესიონალიზმი იქნება... გუნდის გაძლიერება ყოველთვის ეროვნული რესურსით უნდა დაიწყო!
Mazzola
13 ივნისი 2022 14:05
0
კიბტაობო, კაშიას გაუჭირდება უკვე 2-3 წელი უმაღლეს დონეზე, კაი გუნდში თამაში და კანკავაც ანალოგიურად, ძაან კაი ვარიანტი იქნება, კლასიტ და გამოცდილებით წელსაც და გაისადაც შეეძლებათ ევროტურნირებზე გასვლა...
რა მაფიაა?
12 ივნისი 2022 23:06
0
დაცვაში მაგრად გვიჭირს ფაქტია.. რაც შეეხება თავდასხმას პირადად ჩემი აზრია რომ ხვიჩასთან ერთად ძალიან მაგრები ვართ მაგრამ არის ზურიკო,ფლამარიონი,გაფრინდაშვილი,ჯიღაური,ლობჟანიძე და პლუს 2 კარგი ჩამშლელი ალთუნა და ტეიდი,ბიძინაშვილი და ფალავანდა შემტევ ნახევარ დაცვას რადინთან ერთად არაფერს უჩივიან პირიქით მშვენიერია, აზაროვი და ჩაბრაძე კარგები არიან..ლაზარეზე ზედმეტია საუბარი და მამუჩა სუპერ სპორტსმენი არამხოლოდ ფეხბურთელიი..აი კობახიძეს ბოდიშს მოვუხდი მაგრამ ძალიან სუსტია ამ ბიჭების ფონზე..
ასე რომ მეგობრებო წინ მაგარი სეზონი გველის!!!
იმედია აზაცკი მალე ჩადგება ფორმაში ვფიქრობ რეხვიაშვილთან ერთად შესანიშნავად გაართმევენ დაცვაში თავს..
შავი კაცი
22 მაისი 2022 21:46
1
ერთადერთი რეხვიაშვილია ვინც უნდა შეიცვალოს. ყველა თამაშზე დავდივარ და ვხედავ რომ აზაცკის ერთად უფრო სტაბილურია კობახიძე ვიდრე რეხვიაშვილთან. ნამეტანი ფაფხურობს. მცველისთვის დამახასიათებელი სიდინჯე და სიმშვიდე აკლია რეხვიაშვილს. რათქმაუნდა მონდომება არ დაეწუნება მაგრამ ფაფხურში შეცდომებს უშვებს. სხვა ყველაფერში 100 პროცენტით გეთანხმები.
roma bejanidze
12 ივნისი 2022 13:38
1
ჩემი აზრით შარშანდელთან შედარებით კიდევ მოუმატა ბათუმა. გუნდი ბოლომდე თამაშობს და ეს დასაფასებელი. შარშან არ მეგონა თუ ბატეს გაივლიდა ბათუმი, მითუმეტეს სახში 0-1 წაგების შემდეგ, თუმცა დამაჯერებლად 4-1 გასვლაზე და შემდეგ საკმაოდ ძლიერ სივსპორთან დიდი მრძოლა და დამატებით დროში დასანანი მარცხი. ამ ეტაპზე ვისურვებდი მალმეს ავცდეთ, ძალიან დისციპლინებური გუნდია და დიდი გამოცდილების. დანარჩენებთან ყველასთან არის შანსი. კარგი იქნება თუ კვირკველიას და წიტაიშვილს დაიმატებს ბათუმი.
G.LA
12 ივნისი 2022 15:25
0
აბა დასცხეთ ბიჭებო ბინძური ფულის საკეთებლად, შარშანდელივით ბათუმში მატჩები წააგეთ, გასვლითი თამაშები კი მოიგეთ! შეგახსენებთ შარშან მხოლოდ სივასპოსპორთან მატჩების დროს მომხდარს. ბათუმში ჯერ ხომ 1:0 ვიგებდით. შეივსო ფულით ტოტალიზატორები ლაივში ბათუმის დინამოს არ წაგებაზე, ბოლოს
კი 1:2 ქე არ წავაგეეეთ!:)) სასაცილოა. სატირალი რომ არ იყოს! ბათუმის დინამომ თურქეთში გასვლითი თამაშის ძირითადი დრო 1:0 მოიგო, დამატებით დროში თურქების მიერ გატანილი გოლით შემდეგ ეტაპზე სივასპორი გავიდა. მაფიამ, თურქეთში ტოტალიზატორის თამაშის მოყვარულ უამრავ თურქს დაახია ჯიბეები, აქ კი ბათუმში თამაშისას, თურქეთის მსგავსად ჯიბებეი დაახიეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ტოტალიზატორის თამაშის მოყვარულ უამრავ ადამიანს. ასეთივე მაიმუნობა მოხდა ბორისპოლის ბატესთანაც!
....
06 მაისი 2022 04:48
37
მაგდენი თუ იცი რატომ თამაშობ, ან საპირისპიროდ დადე.
მ.მ
22 მაისი 2022 15:18
1
ნამდვილად სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს!თქვენს მიდგომას ვგულისხმობ.საწყენად არ გეუბნებით,უბრალოდ, ძალიან არასწორია.
სოსო
22 მაისი 2022 17:45
5
გამიხადრება რომ ვცდებოდე, მაგრამ მგონია მხოლოდ მაში გვექნება შანსი თუ მეტოქე მოედანყე არ გამოცხადდება.
გიორგი
05 მაისი 2022 18:08
52
ძვირად დაუჯდევა ბათუმს დროებითი ცვლილებები, წავა ხვიჩა და "ბიტლებივით" დაიშლება ძლივს დალაგებული შეტევის ხაზი. თითო ტაიმი მაინც ითამაშონ იმ შემადგე ლობით, რომლითაც აპირებენ ევროს.
სანდრო
23 მაისი 2022 14:35
7
შერიფი არ მინდაა პირველ ეტაპზე არანაირად
Batumi90
22 მაისი 2022 15:18
5
რა უფრო გირჩევნია ხვიჩა იტალიაში თუ ბათუმი ჩ.ლ. ქვეჯგუფში? ქართული ფეხბურთისთვის იფიქრე და არა პიროვნულზე.
niko
05 მაისი 2022 12:42
22
ვიფიქრე რომელიმე ერთს ავირჩევ თქო რაც დაწერეთ, მარა იმდენად გაუგებარია კითხვა, რომ დისლაიქს დავაჭირე. ცოტა გასაგებად წერეთ რა რისი თქმა გსურთ :)
კაპიტან გარდენბურგი
06 მაისი 2022 02:16
0
Ager latvis chempionma tbilisis dinamos chhajmevina ezaxe susti
Oto
12 ივნისი 2022 13:50
2
ერთი კითხვა მაქვს.. წესი რომ იყო ჩემპ ლიგაზე ერთ გუნდში ნათამაშებ ფეხბურთელს იმავე სეზონში სხვა გუნდში გადასვლის შემთხვევაში ლიგაზე არ ქონდა თამაშის უფლება.. ეგ წესი გაუქმდა ხო როგორც ვიცი?? საკვალიფიკაციოზეც მოქმედებს/მოქმედებდა ეგ წესი?
აკო
05 მაისი 2022 14:48
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული