"ხვიჩა ვერ ითამაშებს და ვერ აღმოჩნდება "ნაპოლიში" - რუსი "სპეციალისტის" სურვილი და დამოკიდებულება

AutoSharing Option
ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერთან დაკავშირებით დიდი მოლოდინია. დღეს calcionapoli24 წერს, რომ გარემარბი მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ უკვე უნდა ჩავთვალოთ პატარა მომხიბვლელ პრინცად. ეროვნულ ლიგაში კვარაცხელიას თამაშს იტალიური მედია ყურადღებით აკვირდება და აშუქებს. მოლოდინი დიდია. რუსეთში ბევრი ვარაუდს გამოთქვამს, რომ სერია A-ში ქართველს გაუჭირდება. ხშირ შემთხვევაში ეს უფრო მავანთა სურვილი და დამოკიდებულებაა. სხვათა შორის, ცინიკურ კომენტარებს ხშირად საქართველოშიც შეხვდებით, გეგონება, ამ ბიჭს ვინმესთვის რამე დაეშავებინოს. ჩვენს საიტზე ასეთ კომენტარებს უბრალოდ აღარ ვუშვებთ.

Евро-Футбол.Ру-ზე რუსმა საფეხბურთო სელექციონერმა და
ფუნქციონერმა პაველ სტიპიდიმ, რომელიც სარატოვის "სოკოლში", მახაჩყალის "დინამოსა" და "ანჟიში" და გროზნოს "ტერეკში" სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იტალიის ჩემპიონატის დონე შეაფასა და კვარაცხელიას პერსპექტივაზე პესიმისტური პროგნოზი გააკეთა:

"შეხედეთ იტალიის ჩემპიონატს, რას დაემსგავსა? წაიკითხეთ ამ ლიგაში ადრე მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელების სერია A-ზე გამონათქვამები. ისინი ამბობენ, რომ დღეს იტალიის ჩემპიონატი ფსკერია, ან ისინი კიდევ იქ როგორც გამოთქვამენ და მე ვეთანხმები. როდესაც ადამიანები 36, 38, 42 წლის ასაკში თამაშობენ, ეს ქვეითად მოსიარულეთა ფეხბურთი გამოდის.

თუმცა კვარაცხელია თვით იტალიაშიც ვერ ათამაშდება, რადგან ისევ ვამბობ, მისი დონე - საქართველოს ჩემპიონატია. რუსეთში მან ცოტა გაიბრწყინა და სწრაფად ჩაქრა. ჩვენთან ჟურნალისტებმა მისგან პირდაპირ პელე შექმნეს, ის კი უცბად ჩაიფუშა. თუ ძლიერი ფეხბურთელია, ვინ უშლიდა ხელს? მე საერთოდ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ მართლა აღმოჩნდება "ნაპოლიში".

მკითხველის კომენტარები / 31 /
აბა რას ელოდით უკეთეს რუსი ჟურნალისტისგან.ყველანი მართლა ღორები არიან.
ლევანი
17:35 13-05-2022
0
რუსები ქართველებისა და ყოფილი საჭოთა კავშირის სხვა ერების მიმართ დიდი შურით გამოირჩევიან. არ სურთ მათზე უკეთესები რომ გამოჩნდნენ მსოფლიო ასპარეზე. ყველა საუკეთესო რუსეთში უნდა იყოს! ასევეა პოლიტიკაშიც. ყოველნაირად ეწინააღმდეგებიან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროსტრუქტურებში გაწევრიანებას! კარგად იციან, ეს ქვეყნები აუცილებლად განვითარდებიან, როგორც კი რუსეთს ჩამოშორდებიან!
....
21:28 11-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული