მიხეილ მესხის მთავარ არენაზე პირველ ეტაპზე დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სრული რეაბილიტაცია ჩატარდება. რეკონსტრუქცია შიდა და გარე სივრცეების რეაბილიტაციას გულისხმობს. მათ შორის, გამოიცვლება სკამები, მინდვრის საფარი, მოწესრიგდება არენის მიმდებარე ინფრასტრუქტურა, გასახდელები. სტადიონზე განახლდება VIP ზონა და მედიატრიბუნა.
მთავარ არენასთან ერთად, რეაბილიტაცია ჩატარდება "მიხეილ მესხი 2"-ზეც, სადაც შეიცვლება მინდვრის საფარი, მოწესრიგდება ტრიბუნა და გასახდელები.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე მასშტაბური ასაკობრივი
პროგრამის ფარგლებში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში მოხდება. არსებული ინფრასტრუქტურის გარდა, ჩემპიონატისთვის, საერთო ჯამში, 12 ობიექტი მოეწყობა.
GFF.GE