კონფერენს ლიგის წილისყრამდე: იოლი მეტოქე "დინამოს" და "არარატ არმენია" "საბურთალოს" სავარაუდოებში

AutoSharing Option
14 ივნისს, ჩემპიონთა ლიგაზე, ბათუმის "დინამოს" მეტოქის გარდა, ჩვენებური კლუბების მოწინააღმდეგეებს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც გავიგებთ. მოგეხსენებათ, რეიტინგიდან გამომდინარე, ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება აღარ გვაქვს და ახლად შექმნილ გათამაშებაში (მე-2 სეზონი გაიმართება) ვმონაწილეობთ.

კონფერენს ლიგაზე ჩემპიონთა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნილი გუნდებიც ერთვებიან, ჯგუფურ ეტაპამდე კი 4 ბარიერის დაძლევაა საჭირო.

თუკი გასულ გათამაშებას გავიხსენებთ, ყველაზე წარმატებული ქართული კლუბი ბათუმის "დინამო" იყო, რომელმაც სან-მარინოს "ტრე პენესა" და ბელარუსის ბატეს ბარიერი დაძლია, თუმცა თურქულ "სივასპორთან" 2-რაუნდიან დაძაბულ დაპირისპირებაში (2:3) დამარცხდა.

თბილისის
"დინამო"

ქართული კლუბებიდან განთესილი მხოლოდ თბილისის "დინამოა", რომელსაც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შედარებით მარტივი მეტოქე უნდა ჰყავდეს

თუკი უეფას მიერ დანერგილ ე.წ. ტერიტორიულ დაყოფასა და სავარაუდო მეტოქეების კლასიფიკაციას გავითვალისწინებთ, კახა ცხადაძის გუნდისთვის ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგედ ბოსნიური "ბორაცი", მოლდოვის "სპინთჰული" და სან-მარინოს "ტრე ფიორი" უნდა მივიჩნიოთ. ისლანდიური "რეიკიავიკი" და ფინური "ინტერი" სავარაუდო სიაში (რომელიც წილისყრის წინა დღეს 4-მდე შემცირდება) ნაკლებად მოსალოდნელია.

თუკი ტერიტორიულ პრინციპს დავუბრუნდებით, თბილისელთა შესაძლო მეტოქეებში ესტონური "პაიდე" და ლიეტუვის "პანევეჟისი" არიან. ნებისმიერ შემთხვევაში, "დინამოს" მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ველით.

Sportall.Ge

"დილა" და "საბურთალო"

გორის "დილა", ანდრეი დემჩენკოსთან ერთად, კონფერენს ლიგაზე მეორედ იასპარეზებს. სადებიუტო გამოსვლაში სლოვაკურ "ჟილინასთან" (3:6 ორი მატჩის ჯამში) პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი დათმო, მაგრამ ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა, "საბურთალო" კი ევროტურნირებზე საკმაოდ გამოცდილი გუნდია. ასე რომ, უეფას რანგით მესამე ტურნირზე მათგან მაქსიმალურად შორს წასვლას ველით.

საწყის ეტაპზე განთესილი მეტოქეები საკმაოდ ძლიერები არიან. ამიტომ გამართლებას დიდი მნიშვნელობა ექნება.

ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კოეფიციენტი სომხურ "ალაშკერტს" აქვს. სავარაუდო მეტოქეთა სიაში ამ ქვეყნის კიდევ ერთი კლუბია - "არარატ არმენია", რომელთანაც თამაშის გამოცდილება "საბურთალოს" უკვე აქვს, თუმცა ევროპა ლიგაზე მათი ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა - სტუმრად (2:1) გაიმარჯვა, თუმცა თბილისში მეტოქემ (2:0) აჯობა.

ესტონური "ფლორა", ლატვიური "რიგა", ჩრდ. მაკედონიის "შკენდია", მინსკის "დინამო" - ამ გუნდებთან დაპირისპირება ნაკლებად სასურველია.

რაც შეეხება განთესილებს შორის "დილასა" და "საბურთალოს" ყველაზე სასურველ მეტოქეებს, მათ სიაში მოლდოვური "მილსამის", ლიეტუვის "კაუნო ჟალგირისის", გიბრალტარის "სტ. ჯოზეფისა" და "ევროპას" შეყვანა შეგვიძლია.

დაველოდოთ, ჯერ როცა სავარაუდო მეტოქეთა სია 4-მდე შემცირდება, შემდეგ კი წილისყრასა და 7-14 ივლისს, როცა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები შედგება.

altბათუმის "დინამო" და ჩემპიონთა ლიგა - ყველაფერი წილისყრასა და სასურველ მეტოქეებზე

altხვიჩასა და ბათუმელთა გარდა, რომელ ქართველებს ვიხილავთ ჩემპიონთა ლიგაზე?

მკითხველის კომენტარები / 16 /
დინამოს იმედი ნუ გექნებათ! დინამო ტრადიციას არ დაარღვევს!
ზურა
27 მაისი 2022 11:42
3
ამ ტურნირზე მონაწილე გუნდების ჩამონათვალს გადავავლოთ თვალი და შემდეგ მოურინიოს აცრემლებული თვალები ფინალში გამარჯვებაზე წარმოვიდგინოთ. ევროპა ლიგაზე დაბალი რეიტინგის გამო ამ გუნდებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ. რატომ უნდა იყოს იმ მაღალი რეიტინგის და უფრო მეტიც იმ ტოპ-5 ლიგის გუნდების გამარჟვება ამ ტურნირზე პრესტიჟული? საერთოდ რატომ მონაწილეობენ ის მაღალი რეიტინგის გუნდები თუ ამ დაბალ რეიტინგის გუნდებს არ უშვებენ ევროპა ლიგაზე? აზრი ახსნას ვინმემ. თუ დაყოფაა რეიტინგის მიხედვით და ეს სასარგებლოდ მიაჩნია ვინმეს, მაშინ ეს უფრო დაბალი დონის ტურნირია და აქ რატომ უნდა მონაწილეობდეს მაგალითად ტოტენჰემი ან არსენალი რომლებიც სიტის და ლივერპულის კონკურენტები არიან? ტრე ფიორა, პანევეჟი, სპინჰული, სტ.ჯოზეფი, ევროპა ..... ამ ტურნირს იწყებენ და რა სადაო უნდა იყოს რომა, მარსელი ან არსენალი რომ მოიგებენ? ფაქტობრივად გაცილებით სუსტ ტურნირში ვიდრე ევროპა ლიგაა მონაწილეობენ ტოპ-5-ის გუნდები და ეს დიდი უაზრობაა. ამ ტურნირს უნდა იგებდნენ პორტუგალიის, ჩეხეთის, ავსტრიის, ბელგიის გუნდები და მათი მიღწევის შანსი ჩვენაირ ქვეყნის გუნდებს უნდა ქონდეთ, რომ რაღაცისკენ სწრაფვა და მიზანი ქონდეთ. გარკვეული დროის შემდეგ დაბალ რეიტინგის მქონე გუნდებს და იქ მოთამაშე ფეხბურთელებს გაუქრებათ მოტივაცია და ეს ტურნირი უნდა ყოფილიყო სამოტივაციო. ახლა სხვა დროა უკვე და რახან დაინახეს დიდი განსხვავება ბიუჯეტებში ტოპ ლიგებსა და დაბალ რეიტინგიან გუნდებში, ამაზეც უნდა ეფიქრათ ვინმეს. თუ დაყოფაა დაყოფა უნდა იყოს.
G.LA
27 მაისი 2022 11:38
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული