არჩილ ბერიძე: "ნაპოლის" წარმომადგენლები ბათუმში იყვნენ ჩამოსულები - კვარაცხელიასთან კონტრაქტი გაფორმებულია

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ  ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ უკვე გააფორმა "ნაპოლისთან" კონტრაქტი, თუმცა ჯერ დეტალეტი არ გაამხილა:

"ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, - თქვა ბერიძემ. - ცოტა ხნის წინ "ნაპოლის" წარმომადგენლები ბათუმში იყვნენ ჩამოსულები. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა, ყველაფერს - ტრანსფერის ვადებსა და დეტალებზე მაშინ შეიტყობთ, როდესაც ხვიჩა ნეაპოლში წავა.

ასევე "დინამოს" პრეზიდენტმა თქვა, რომ უახლოეს ხანში კვარაცხელიას აგენტთან ერთად ნეაპოლში გაემგზავრება, რათა ხვიჩას ბათუმური კლუბის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაზე მონაწილეობის საკითხის გადაჭრას შეეცადონ.

- თუნდაც პირველ მატჩში, - აღნიშნა ბერიძემ. - ეს ჩემი დიდი ოცნებაა. ჩვენ ხვიჩას აგენტ მამუკა ჯუღელთან ერთად რამდენიმე დღეში ნეაპოლში გავემგზავრებით და ყველაფერი იქ გადაწყდება. გვჯერა, რომ შეთანხმებას შევძლებთ, რადგან ფეხბურთელს ევროტურნირის შესარჩევ ტურნირზე შეუძლია ერთ გუნდში ითამაშოს, ხოლო ჯგუფურზე - უკვე მეორეში".

მკითხველის კომენტარები / 16 /
მაგარი კაცია ბერიძე აი მართლა “საღოლ” ყვლაფერში
დავით
01:47 28-05-2022
2
გადაწვავთ თქვენ ამ ბიჭს ასე შეუსვენებელი თამაშით და ვარჯიშით.
ხო შეიძლება სხვა 21 წლის ფეხბურთელებივით იყოს ეგეც, ამხელა წნეხი რატომ აქვს. რამდენს თხოვენ ბიჭს, გადაბმულად ათამაშეს ეროვნული ლიგა, ახლა აბა ერთი რომელიმე ნაკრების თამაში ჩააგდოს, წამოვა ეგრევე ლანძღვა-გინება. მერე ნაპოლიში წავიდეს და აბა თავიდანვე არ დაიწყოს გოლების შეყრა.
ზედმეტი მოგდით ხალხო ზედმეტი!!
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული