ბაქოელები არჩევანს ვიქტორ გონჩარენკოსა და იური ვერნიდუბს შორის გააკეთებენ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი 14 ივნისს გამოაცხადებენ.
მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის ვიცე-ჩემპიონს ქეცბაია ჩაიბარებდა. ითქვა იმის შესახებაც, რომ თემურმა "ნეფთჩის" საკუთარი პირობები, წლიური ბიუჯეტის მინიმუმ 20 მილიონ მანათამდე (11 მილიონი ევრომდე) გაზრდა მოითხოვა და ეს თანხა იმისათვის იყო აუცილებელი, რათა ისეთი გუნდი შეექმნა, რომელიც "ყარაბაღთან" ჩემპიონობისთვის და ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად
ამას გარდა, ჩვენებურმა ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 350 ათასი ევრო მოითხოვა, მაგრამ როგორც ჩანს, მოლაპარაკება ვერ შედგა...
როგორც იცით, ქეცბაია "ანორთოსისიდან" წამოვიდა და ახლა ჯერჯერობით უმუშევარია.