"ვერ ვიტყვი, რომ წილისყრის შედეგებით კმაყოფილი ან უკმაყოფილო ვარ. ყველაფერი 2-რაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა.
"სლოვანი" სერიოზული მეტოქეა, პატივს ვცემთ, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების გვჯერა და ყველაფერს გავაკეთებთ, შემდეგ ეტაპზე რომ გავიდეთ.
ჯაბა კანკავასა და ვლადიმირ ვაისთან კომუნიკაცია მქონდა. შანსებს ისინიც თანაბრად, 50/50-ზე აფასებენ. კარგი იქნებოდა, ერთმანეთს პირველივე ეტაპზე არ დავპირისპირებოდით.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის საკითხს, რომელიც ასე აქტუალურია,
ბათუმელები ბრატისლავის "სლოვანს" შეხვდებიან. სლოვაკეთის ჩემპიონებს ვლადიმირ ვაისი წვრთნით, გუნდში კი გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან. პირველი მატჩი ბრატისლავაში (5 ან 6 ივლისს), განმეორებითი კი ბათუმში (12 ან 13 ივლისს) გაიმართება.
შეგახსენებთ, ბათუმის "დინამოს" ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე იტალიური "ნაპოლის" წევრი გახდება.
ბათუმის "დინამოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია
Geo Team-ის ექსკლუზივი - ვლადიმირ ვაისის პირველი კომენტარი წილისყრის შემდეგ