ვიზიტი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საფეხბურთო კომპლექსში

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ახლად აშენებული საფეხბურთო კომპლექსი დაათვალიერეს.

კომპლექსში მილანის "ინტერის" აკადემია ფუნქციონირებს, სადაც 5-დან 15 წლამდე ასაკის სამასამდე ბავშვი ირიცხება. აკადემიაში სფფ-ის მიერ გაცემული უეფას ლიცენზიის მქონე მწვრთნელები მუშაობენ.

კომპლექსი მოიცავს ერთ სტანდარტულ და 4 მინი-მოედანს ტრიბუნებით, ხელოვნური განათებით და გასახდელებით. აკადემიის აღსაზრდელებთან ერთად, სტადიონის გამოყენება ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეუძლიათ.

შეხვედრას სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე დავით კერესელიძე და "ინტერის" აკადემიის დირექტორი
ანა წერეთელი ესწრებოდნენ.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „ნამდვილად ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა დაგვხვდა, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დავით კერესელიძეს, "ნიუ ვიჟენს". "ინტერის" აკადემიაში, რომელიც აქ ფუნქციონირებს, გაიზრდებიან ქართველი ბავშვები და ეს ჩვენი ფეხბურთის და ქვეყნის ხვალინდელი დღეა.

ყოველთვის ვიძახდი და გავიმეორებ, რომ ინფრასტრუქტურა არის ფუნდამენტი ჩვენი განვითარების და მიხარია, რომ არა მხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო, არამედ კერძო სექტორი, ამ შემთხვევაში, ბატონი დავითის სახით შემოვიდა და ძალიან ბევრს აკეთებს. დარწმუნებული ვარ, მას ჩვენი და არამხოლოდ ჩვენი მხრიდან დიდი მხარდაჭერა ექნება, რაც მოტივაცია იქნება, რომ მეტი ინვესტიცია განხორციელდეს ქართულ ფეხბურთში".

დავით კერესელიძე (ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე): „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო პროექტია "ინტერის" აკადემია საქართველო. ფეხბურთის განვითარება დავაკავშირეთ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან. ვთვლით, რომ ფეხბურთი საქართველოში ადამიანებს უყვართ, ესმით და მომავალი წინსვლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ წარმატებულები სპორტის ამ სახეობაში. შესაბამისად, ეს ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა იმ მიზნით, რომ "ინტერის" აკადემიას საქართველოში ჰქონდეს არანაკლებ სასიამოვნო სათამაშო და საწვრთნელი პირობები, როგორც აქვს უშუალოდ მილანში".

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული