რა შანსი აქვს ბათუმის "დინამოს"? - ვაისის და ქართველების "სლოვანი" ახლო ხედით

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრების ყურადღებამ სანაკრებო მატჩებიდან მოახლოებული ევროტურნირებისკენ გადაინაცვლა. ქართული კლუბების მეტოქეებით, მეტ-ნაკლებად, კმაყოფილი უნდა ვიყოთ. ყველაზე დიდი მოლოდინი მაინც მშვენივრად გაძლიერებული ბათუმის "დინამოსა" და ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისკენაა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ჩემპიონის მეტოქე ბრატისლავის "სლოვანი"იქნება.

რატომ წავიდა და დაბრუნდა ვაისი?

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი "სლოვანი" სლოვაკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. გასული ევროტურნირები მათთვის წარმატებულად ვერ მიიჩნევა. უეფას მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპისთვის მებრძოლი გუნდი ბოლოს ახლადშექმნილ კონფერენსლიგის გადამწყვეტ ეტაპზე აღმოჩნდა, სადაც თავის გამოჩენა ვერ მოახერხა და დავით ხოჭოლავას დანიურ "კოპენჰაგენთან"
აშკარად დაიჯაბნა.

როგორც ჩანს, ვაისი გრძნობს, რომ მნიშვნელოვანი გაძლიერების გარეშე გუნდს სერიოზული მიზნებისკენ სწრაფვა გაუჭირდება. შესაბამისად, მისი გუნდიდან წასვლის მიზეზიც ეს გახდა. თუმცა საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ბრატისლავურ კლუბში მალევე დაბრუნდა, რაც იმასაც უნდა ნიშნავდეს, რომ ხელმძღვანელობა მწვრთნელის სურვილებს დაჰყვება და ბათუმელთა მომავალი მეტოქის რიგებში ახალ ფეხბურთელებს ვიხილავთ, თუმცა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებამდე (5-13 ივლისი) არც ისე დიდი დროა.

Sportall.Ge

ვაისი და დანარჩენები

გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას გამოცდილებასა და შესაძლებლობებზე ბევრს არ დავწერთ, ეს ქართველი გულშემატკივრებისთვის ისედაც ცნობილია.

"სლოვანის" ერთ-ერთი ლიდერი მშვენიერი კარიერისა და მაღალი კლასის მქონე ვლადიმირ ვაისი-უმცროსია. 32 წლის ფეხბურთელი, რომელსაც არაერთი ლამაზი გოლი გაუტანია, "მანჩესტერ სიტიშიც" ირიცხებოდა, შემდეგ კი ინგლისური "ბოლტონის", შოტლანდიური "რეინჯერსის", ესპანური "ესპანიოლისა" და იტალიური "პესკარას" წევრი იყო. ვაისი ბერძნული "ოლიმპიაკოსი" შემდეგ კატარში თამაშობდა, ბოლოს კი სამშობლოში დაბრუნდა.

2010 წელს ვლადიმირ ვაისმა-უფროსმა მშობლიური ქვეყნის ნაკრებთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწია - იტალია (3:2) დაამარცხა და მუნდიალის ჯგუფში ჩატოვა. უმცროსმა ვაისმა ამ ტურნირზე 3 შეხვედრა გამართა. ვლადიმირი ნაკრებში ახლაც გამოდის და "ერთა ლიგის" მე-4 ტურში სლოვაკებმა აზერბაიჯანი მისი ერთადერთი და ულამაზესი გოლით (1:0) დაამარცხეს.

ეროვნულ ნაკრებში არ იწვევენ, მაგრამ კარგი საგოლე ალღო აქვს 25 წლის სლოვაკ ფორვარდ სამუელ მრაცს, რომელიც გუნდმა იტალიური "სპეციადან" იჯარით აიყვანა და მას ვადა 30 ივნისს გასდის (მისი მომავალი ამ ეტაპზე უცნობია). ფეხბურთელს ლევან მჭედლიძის ყოფილი კლუბის, "ემპოლის" ღირსებაც დაუცავს.

2022 წლის იანვრიდან "სლოვანში" მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი შემტევი, 24 წლის სერბი ივან საპონჯიჩი თამაშობს. კიდევ ერთი საინტერესო ფეხბურთელია ჩეხი ნახევარმცველი იარომირ ზმრალი. 28 წლის მოთამაშემ გასულ სეზონში 8 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი ჰქონდა.

ბათუმელთა შანსები

მაინც უნდა ვთქვათ, რომ შანსები თანაბარია და გია გეგუჩაძის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლა ნამდვილად შეუძლია. განმეორებითი მატჩი ბათუმში გაიმართება, რაც ქართულ კლუბს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს. ვლადიმირ ვაისი დარწმუნებულია, რომ პირველ ივლისს ხვიჩა კვარაცხელია უკვე "ნაპოლისთან" ერთად იქნება, მაგრამ ეს საკითხი ჯერ ოფიციალურად დახურული არაა, თუმცა ბათუმელებმა და მათმა მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩას წასვლასთან შეგუებას და მის გარეშე თამაშს ალღო აქედანვე უნდა აუღონ.

"დინამოში" ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია და გარკვეული რგოლების, უპირველესად, დაცვის ხაზის გაძლიერების შემთხვევაში, გეგუჩაძის გუნდი ევროტურნირებზე შორს გასვლას "კვარას" გარეშეც შეძლებს.

altითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი

alt"სტუმრობა ქართულ ლას-ვეგასში და კვარაცხელია 1-ელ ივლისს ნეაპოლში" - "სლოვანი" ბათუმელებთან მატჩებზე

მკითხველის კომენტარები / 11 /
თქვენ ეტყობა წელს პირველად აპირებთ ქართული გუნდების ქომაგობას ევროთასებზე. აბა საიდან აიღეთ, რომ სლოვანს გავივლით? ჯერ ჯერობით იმათი შანსი 80-20ზე. ნუ ქმნით არასწორ მოლოდინებს, ეს ცუდია ჩვენი ფეხბურთისთვის. დიდი ხანი არ გასულა რაც კვიკლიკსმა 6"1 დაგვამყნო. ჯობია აქცენტი გადავიტანოთ სწორ ტაქტიკაზე. ისინი ითამაშებენ კონტრშეტევას იქაც და აქაც. ჰოდა ამისთვის მოემზადონ და დაცვა გააძლიერონ.
ერიჰაა
21:26 15-06-2022
2
რისი მწვრთნელია ვაისი უბრალოდ ფეხბურთელებს თხოვს მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ დაცვაში დაწყე ისას მერე კი ელოდება თუ მიეცა რაიმე შეცდომის გამოყენების საშუალება მიუგდეთ მაგის გუნდს ბურთი დასაწყისში და კისერს მოიტეხენ როგორც საქართველო იყო ერთ დროს არ იცოდა შეტევა( მთლად კარგად ეხლაც ვერვუტევთ ნაჯლებია კომბინირება ფლანგების ცვლა ტემპის მართვა ჩვენ სულ გმირები გვჭირდება) მოკლედ დადექით პირველ 10 წუთში პრესინგზე ოღონდ ბურთი დაუთმეთ აი ნახეთ გაფარჩაკდებიან.
კახა
20:32 15-06-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული