goal.philenews-ის ცნობით, სამშაბათს მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ლარკუ, კლუბის გენერალური დირექტორი მარინიოს მიტრუ, ქეცბაია და მისი წარმომადგენელი მარიოს ორფანიდისი მონაწილეობდნენ. თემურმა ლარკუს ჰკითხა, მის ადგილზე დასცილდებოდა თუ არა ასისტენტებს, რომლებთან ერთა
დაც რამდენიმე წელი მუშაობდა? ლარკუმ უთხრა, რომ "ანორთოსისში" ახალი პროექტი იქმნება და ცვლილებებია საჭირო, რაზეც ქეცბაიამ საკმაოდ მკვახედ უპასუხა.
ამის შემდეგ საკომპენსაციო თანხის საკითხი განიხილეს. თემური კუთვნილი 270 ათასი ევროს ნაცვლად 120 ათასის მიღებას დათანხმდა და გასული სეზონის ერთი თვის ხელფასიც უნდა გადაუხადონ, რომელიც არ მიუღია. ჯერ კიდევ გადასაწყვეტია ქეცბაიას ასისტენტებისთვის ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი თანხის საკითხი.
დღეს "ანორთოსისმა" განცხადება გაავრცელა, ქეცბაიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გვაუწყა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.