ყველაფერი ბოლოს თუ მაინც ეროვნული ნაკრებით იზომება, მიმდინარე თვე აქაც მშვენიერი იყო და მთავარი ისაა, მომავლის მნიშვნელოვანი რწმენა რომ გაჩნდა. ახლა კი ქართველი გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ამბავი, ევროტურნირები იწყება, სადაც ბევრი მწარე მარცხი გვახსოვს, თანაც ისეთი დაბალი რანგის მეტოქეებთან... საერთო სიხარულის ფონზე, თავდაჯერება
გაუგებრობა "დინამოს" ირგვლივ
ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ნაკრების დღევანდელი ფეხბურთელების დიდი ნაწილი კარიერას სწორედ თბილისის "დინამოს" აკადემიაში იწყებდა, თუმცა ამ კლუბისგან ევროტურნირებზე ყოველწლიური პროგრესის ნაცვლად, გამარჯვებულ მეტოქეთა გეოგრაფიას ვზრდით. ამის მიუხედავად, ყოველთვის გვწამს, რომ ეს ყველაფერი ერთხელაც წარსულში დარჩება. თუკი გულშემატკივარს სიხარულისა და სიამაყის საბაბს მისცემ, ძველ ტკივილებს მაინც იოლად დაავიწყებ.
რამდენიმე დღის წინ წერილი იგეგმებოდა, თუ რა გააკეთა კახა ცხადაძემ გუნდში და რა ექნებოდა შესაცვლელი ევროტურნირებისთვის, თუმცა ამ თემამ აქტუალობა რამდენიმე საათში დაკარგა - მწვრთნელი თბილისურ კლუბს აღარ წვრთნის.
არავინ იცის, კონტრაქტის ურთიერთშეთანხმებით გაწყვეტის რეალური მიზეზი რა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ მთავარი მწვრთნელები საჯაროდ ისე არ საუბრობენ, როგორც ცხადაძემ წყალტუბოს "სამგურალთან" (1:2) წაგების შემდეგ თქვა. ეს უკვე ნიშნავდა, რომ გუნდში ყველაფერი წესრიგში არ იყო. ჰოდა, ევროტურნირებზე დაულაგებლად გასვლას დამშვიდობება ჯობია და ამას ალბათ, ორივე მხარე სწორად მიხვდა, მაგრამ დრო? ახალ დამრიგებელს (გიორგი ჭიაბრიშვილი) ესტონურ მეტოქესთან მოსამზადებლად ის ხომ ძალიან ცოტა აქვს. ეს მწვრთნელს, ერთი მხრივ, წნეხს უმცირებს, რადგან მასზე მითითება ყოველთვის შეუძლია, თუმცა ეს ხომ გამოსავალი არაა.
ყველას გვსურს, "დინამომ" პირველი ბარიერი წარმატებით დაძლიოს და ახალ მთავარ მწვრთნელს "არარატ-არმენიასთან" რევანშის საშუალება ჰქონდეს. გვახსოვს, როცა ჭიაბრიშვილი "საბურთალოს" წვრთნიდა, სომხურ კლუბთან სტუმრად მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ევროპა ლიგას გამოეთიშა.
სხვა პრობლემები
ასევე კონფერენს ლიგამდე ცოტა ხნით ადრე მთავარი მწვრთნელი "საბურთალოდანაც" წავიდა. ფინანსური პრობლემები არ დადასტურდა, თუმცა ლევან კორღალიძემ თქვა: "რა ჩანაფიქრიც გვქონდა და რა შედეგსაც ვისახავდით, არ გამოვიდა."
ქართული კლუბების გაძლიერების საკითხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თუ ფეხბურთის განვითარების ფონდმა რა მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც უნდა გადადგან, ამის შემდეგ ყველაფერი ისე უნდა წარიმართოს, კლუბი მომგებიანად იქცეს და განვითარდეს. ბათუმის "დინამოს" მაგალითზე ვხედავთ, რომ საქართველოშიც შესაძლებელია, მაღალბიუჯეტიანი, ბოლომდე გამართული და პროგრესირებადი გუნდი შექმნა - ეს წარმატებისთვის მთავარია.
რაც შეეხება "საბურთალოს", ობიექტურად ბევრი მოთხოვნა ვერ გვექნება, მაგრამ გვჯერა, რომ ძირითადად, მშვენიერი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი ალბანური თუ რუმინული საკმაოდ ძლიერი ბარიერების დასაძლევად ყველაფერს გააკეთებს.
გორის "დილას" კი სავარაუდო მეტოქეებში, ალბათ, ყველაზე ძლიერი შეხვდა - ფინეთის თასის მოქმედი გამარჯვებული "კუპსი". შეიძლება ითქვას, ის უფრო ანგარიშგასაწევი გუნდია, ვიდრე დიდი ალბათობით, მეორე ეტაპის მოწინააღმდეგე მოლდოვური "მილსამი". გორელთა მთავარი დილემა ახლა გაძლიერებაა, რაც ევროტურნირების წინ მათ აუცილებლად სჭირდებათ. ვიცით, რომ ამ მხრივ სიახლეები იქნება, თუმცა დრო ბევრი არაა. გასულ სეზონში ანდრეი დემჩენკოს გუნდი სლოვაკურ "ჟილინასთან" 2 მატჩის ჯამში კი დამარცხდა, მაგრამ საკმაოდ კარგი ფეხბურთი შემოგვთავაზა. იმედია, ის გამოცდილება წელს დაეხმარებათ.
ჯგუფური ეტაპის იმედი
უეფას საჩემპიონო გზა ისეა მოწყობილი, მინიმუმ, ორი მეტოქის დამარცხებით უკვე კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდები. ახლა მთავარი ამოცანა ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი, კაშიასა და კანკავას "სლოვანის" დამარცხებაა, რის შემდეგაც პროგრამა-მინიმუმი შესრულებული იქნება. მაქსიმალისტობა კარგია, მაგრამ ისიც ვიცით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გზაზე რა დონისა და გამოცდილების მოწინააღმდეგეები გვეყოლება.
გია გეგუჩაძის კლუბს ახალ რეალობაზე გადაწყობა მოუწევს - ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში მიდის და გუნდმა მის გარეშე თამაშს ალღო უნდა აუღოს. გუნდის ლიდერი ჯოვინო ფლამარიონი უნდა იყოს. იმედია, ბათუმელები ნაკლებად კონკურენტულ და პრობლემურ პოზიციაზე გაძლიერდებიან და ასეთი ცენტრალური მცველის პოზიცია ნამდვილადაა.
უეფას საკლუბო ტურნირების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი 5-14 ივლისის პერიოდში ჩატარდება.
გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის "დინამოს" მწვრთნელია
კონფერენს ლიგის მე-3 ეტაპზე ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
ითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი