კობიაშვილი რუსეთში მოთამაშეებთან დაკავშირებით ფიფას გადაწყვეტილებას მიესალმება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ფიფას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს კონტრაქტის შეჩერების შესაძლებლობას 2023 წლის 30 ივნისამდე აძლევს:

"მივესალმები ფიფას დღევანდელ განცხადებას. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ფიფამ გაახანგრძლივა გადაწყვეტილება და ფეხბურთელებს რუსულ კლუბებთან კონტრაქტის 2023 წლის 30 ივნისამდე შეჩერების შესაძლებლობა მისცა. სურვილის შემთხვევაში, ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფეხბურთელსა და მწვრთნელს სანქციის გარეშე შეუძლია საკუთარ კლუბთან კონტრაქტი შეაჩეროს.

მნიშვნელოვანია, რომ ეს შანსი გამოიყენოს ყველამ, ვისაც რაიმე სახის ვალდებულება აკავშირებს რუსულ კლუბებთან. განსაკუთრებით, იმ ვითარების გათვალისწინებით, რის წინაშეც დღეს
ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა დგას.

არჩევანის გაკეთებისას თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.

ფიფამ ეს გადაწყვეტილება პირველად რამდენიმე თვის წინ მიიღო და ამით უკვე ისარგებლა არაერთმა ფეხბურთელმა. მათ როგორც ევროპულ, ისე ქართულ კლუბებში გააგრძელეს თამაში. იმედი მაქვს, ამ პროცესში ახლაც აქტიურად ჩაერთვებიან ქართული კლუბები და ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ მოთამაშეებს ჩვენს ჩემპიონატში ვიხილავთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რამდენიმე კვირაში ქართულ კლუბებს ევროტურნირების მატჩები ელოდებათ."

altწულუკიძეს და გაგნიძეს რუსეთიდან წამოსვლა შეეძლებათ - ფიფამ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს კლუბების დროებით დატოვების ნებართვა გაუხანგრძლივა

მკითხველის კომენტარები / 5 /
სულ ვამბობ, პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, კობიაშვილი საუკეთესო პრეზიდენტია, რაც აქამდე მინახავს, ნიდარ ახალკაცი ცალკე თემაა, კარგს კარგი უნდა ვუწოდოთ.
0
ეს სამუშაო საატებში თქვა?
ბილი კოსტაკურტა
10:31 22-06-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული