პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედნისა და 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის მშენებლობა. სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, დამონტაჟდება განათება და აღიჭურვება გახმოვანების სისტემით. სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.
ახალი სტადიონის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და პროექტის დასრულება 2023 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. პროექტი
ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ იმით, რაც დღეს ვნახე. ეს არის ის პროექტი, რომელსაც რეგიონი და მარნეულის მოსახლეობა, ახალგაზრდობა დიდი ხანია ელოდება.
თითოეული ადგილობრივი წლებია ითხოვს აქ მაღალი სტანდარტების სტადიონის აშენებას და პირველ რიგში, ამას ითხოვს ფეხბურთი. შენდება სტადიონი, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და ხელს შეუწყობს მარნეულში და ზოგადად, ქვეყანაში, ფეხბურთის განვითარებას, როგორც გოგონებისთვის, ისე ბიჭებისთვის, ბავშვებისთვის და მარნეულის პროფესიული გუნდისთვის.
დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მოტივაცია თითოეული ადგილობრივი ახალგაზრდისთვის, რომელიც ფეხბურთში უნდა ჩაერთოს და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაშია ჩართული“.
GFF
კობიაშვილი რუსეთში მოთამაშეებთან დაკავშირებით ფიფას გადაწყვეტილებას მიესალმება
კობიაშვილი ხაშურში მომხდარ ინციდენტზე - "შესაბამისი რეაგირება მოჰყვება"