ჩაკვეტაძე "სლოვანში" და ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ - მოსალოდნელი ტრანსფერი

AutoSharing Option
სპორტულ გვერდ 90 min-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავის "სლოვანში" ითამაშებს. მხარეებს შორის ყველა დეტალი მოგვარებულია. გარიგების ტიპი ჯერჯერობით არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, გიორგი ბელგიურ "გენტს" ბოლოს გერმანულ "ჰამბურგში" იჯარით ჰყავდა გაშვებული. 

რაც შეეხება "სლოვანს", მოგეხსენებათ, ვლადიმირ ვაისის გუნდი ბათუმის "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება. შეხვედრები 6 (ბრატისლავაში) და 13 ივლისს (ბათუმში) შედგება. 

ასე რომ, შესაძლოა, კაშიასა და კანკავასთან ერთად, ქართული კლუბის წინააღმდეგ ჩვენმა კიდევ ერთმა თანამემამულემ ითამაშოს.

altბათუმის "დინამოს" საჩუქარი - გულშემატკივრებს სლოვაკეთში გამგზავრების შანსი აქვთ

მკითხველის კომენტარები / 35 /
ძალიან კარგი ვარიანტია ამ ეტაპზე,უკეთეს რომ ვერ ინატრებ.აქაც თუცარ გამოვიდა არაფერი,ე. ი.......არ მინდა ცუდი ვიფიქრო.წარმატებები ჩაკვეს.ეხლა რაც შეეხება დაპირისპირებას.მეც ძალიან მინდა რომ ბათუმის მოიგოს,მაგრამ არ დაუმალავს და ძალიან მეშინია.სლოვანი არაა ხელცამოსაკრავი გუნდი,რომ იძახის ზოგი--დავანგრევთ და ა.შ.ძაან გამოცდილი გუნდია,თითქმის სულ თამაშობს ევროპის თავებზე და არც თუ ურიგოდ.აი ბათუმს კი გამოცდილების რა გითხრა.მოკლედ ძალიან უხერხული მეტოქეა,თან მე-2 თამაშს სახში თამაშობს....წარმატებები ბათუმს,მისი გულშემატკივარი კი ნამდვილად იმსახურებს წარმატებას!!!
კახა ქ.
30 ივნისი 2022 06:47
0
მგონი საუკეთსო ვარიანტია.მწვრთნელი იცნობს,იცის რა შეუძლია.ერთმანეთსაც ენდობიან და ეს გაუადვილებს გახსნას.გვერდით კანკავა და კაშია რომ ეყოლებიან,რომც მოინდომოს,რეჟიმს მაინც არ დაარღვევინებენ,თქან გვერდით დაუდგებიან და დაეხმარებიან ადაპტაციაში.ასე რომ საიმედო ხალხის ხელშია.დარწმუნებული ვარ,თუ რაიმე შანსია,ათამაშების,ათამაშდება.სწორედ მაგარ თამაშს ვუსურვებ გიოს და მთელ სლოვანს.ბათუმელებთან თამაშის გამოკლებით.ჩვენი ბიჭების და ვაისის უდიდესი პატივისცემის მიუხედავად,ბათუმელების გამარჯვების სურვილი,პირველ ადგილზეა.
სოსო
30 ივნისი 2022 01:57
0
Ქქეცბაია ანორთოსისიდან წავიდა,არველაძესთან ეს ვერ მოხვდება,მისი ჯანმრთელობიდან და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შორსაა ჩემპიონშიპისგან,ნუ ამ ეტაპზე მაინც.ვაისს კიდევ ძაან მოწონს ჩაკვე,მისი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი იყო და მგონია მაქსიმალურად დაუდგება გვერდში და სათამაშო დროსაც მისცემს.იმედია აღიდგენს ოპტიმალურ ფორმას.
Მეზღვაური
30 ივნისი 2022 01:38
0
კაი ბიჭი ხარ გიო, წარმატებები...
თემური
30 ივნისი 2022 01:21
4
ეს ბიჭი სტაბილურად განიცდის რეგრესს
საქართველო
30 ივნისი 2022 01:06
26
არაა ცუდი ვარიანტი, თან ვაისის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, მთავარია ფსიქოლოგიურად მოუმატოს რაშიც ვაისიც დაეხმარება, კაკნკაბაც და კაშიაც. წარმატებები!
გიონატ
30 ივნისი 2022 00:58
1
აუ ეგ ბიჭიც პაპუნაშვილის გზას დაადგა! ამ სიტუაციაში, მითუმეტეს რა ესლოვანებოდა, კაშო და კანკავა რო იქ არიან ის მიტყდებოდა და.... ხოდა რადგან ასე დაიკიდა ქართული თემა, ბათუმთან მარცხს ვუსურვებ და მერე რაც უნდა ის ქნას...
ლადო
30 ივნისი 2022 00:39
16
აუ ეს პირიქით ბათუმის დინამოში გადავიდოდეს, რა მაგარი იქნებოდა... მარა სლოგანის ალბათ 1 წლიანი იჯარით გადავა, ბათუმში რო მოვიდეს, უეჭველი სადმე ევროტურნირზე უნდა გავიდეს, თორე ცოდოა ისე მთელი სეზონი
რა მაფიაა
30 ივნისი 2022 00:14
1
ჩაკვეტაძე კიარა გინდა ოქრიაც მიუმატედ ბათუმი მაინც მოიგებს,,,,წარმატებები ბათუმს
ასევე
29 ივნისი 2022 23:28
0
აგია პიკასოს ბიჭი...
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
29 ივნისი 2022 22:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული