ჩაკვეტაძე "სლოვანში" და ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ - მოსალოდნელი ტრანსფერი

AutoSharing Option
სპორტულ გვერდ 90 min-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავის "სლოვანში" ითამაშებს. მხარეებს შორის ყველა დეტალი მოგვარებულია. გარიგების ტიპი ჯერჯერობით არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, გიორგი ბელგიურ "გენტს" ბოლოს გერმანულ "ჰამბურგში" იჯარით ჰყავდა გაშვებული. 

რაც შეეხება "სლოვანს", მოგეხსენებათ, ვლადიმირ ვაისის გუნდი ბათუმის "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება. შეხვედრები 6 (ბრატისლავაში) და 13 ივლისს (ბათუმში) შედგება. 

ასე რომ, შესაძლოა, კაშიასა და კანკავასთან ერთად, ქართული კლუბის წინააღმდეგ ჩვენმა კიდევ ერთმა თანამემამულემ ითამაშოს.

altბათუმის "დინამოს" საჩუქარი - გულშემატკივრებს სლოვაკეთში გამგზავრების შანსი აქვთ

მკითხველის კომენტარები / 35 /
მიუხედავად ჩემი თქვენდამი(ჩვენს ბიჭებს, ვგულისხმობ) პატივისცემისა, ბათუმის მოგება მინდა!
გიორგის, წარმატებები.
100%
29 ივნისი 2022 20:12
0
მგონი საუკეთსო ვარიანტია.მწვრთნელი იცნობს,იცის რა შეუძლია.ერთმანეთსაც ენდობიან და ეს გაუადვილებს გახსნას.გვერდით კანკავა და კაშია რომ ეყოლებიან,რომც მოინდომოს,რეჟიმს მაინც არ დაარღვევინებენ,თქან გვერდით დაუდგებიან და დაეხმარებიან ადაპტაციაში.ასე რომ საიმედო ხალხის ხელშია.დარწმუნებული ვარ,თუ რაიმე შანსია,ათამაშების,ათამაშდება.სწორედ მაგარ თამაშს ვუსურვებ გიოს და მთელ სლოვანს.ბათუმელებთან თამაშის გამოკლებით.ჩვენი ბიჭების და ვაისის უდიდესი პატივისცემის მიუხედავად,ბათუმელების გამარჯვების სურვილი,პირველ ადგილზეა.
სოსო
30 ივნისი 2022 01:57
0
ჩაკვეტაძე კიარა გინდა ოქრიაც მიუმატედ ბათუმი მაინც მოიგებს,,,,წარმატებები ბათუმს
ასევე
29 ივნისი 2022 23:28
0
Ქქეცბაია ანორთოსისიდან წავიდა,არველაძესთან ეს ვერ მოხვდება,მისი ჯანმრთელობიდან და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შორსაა ჩემპიონშიპისგან,ნუ ამ ეტაპზე მაინც.ვაისს კიდევ ძაან მოწონს ჩაკვე,მისი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი იყო და მგონია მაქსიმალურად დაუდგება გვერდში და სათამაშო დროსაც მისცემს.იმედია აღიდგენს ოპტიმალურ ფორმას.
Მეზღვაური
30 ივნისი 2022 01:38
0
ძალიან გამეხარდა! ვინ, თუ არა ვაისმა იცის გიორგის ძალა და კლასი. დიდი იმედი მაქვს, რომ აათამაშებს! მთელი წელი წინაა. ქართველი გულშემატკივარი ყველა წყენას დაივიწყებს და სამუდამოდ ვაისის დამლოცველი იქნება.
შუა ივლისიდან კიდევ უფრო დიდად ვუგულშემატკივრებთ ბრატისლავის "სლოვანს"
Alexandre
29 ივნისი 2022 21:00
4
მაგარი ადამიანი და კარგი მწვრთნელია ვაისი
Semi
29 ივნისი 2022 21:20
8
მწვრთნელობაზე გადაამლაშე
ბს
30 ივნისი 2022 00:33
3
არაა ცუდი ვარიანტი, თან ვაისის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, მთავარია ფსიქოლოგიურად მოუმატოს რაშიც ვაისიც დაეხმარება, კაკნკაბაც და კაშიაც. წარმატებები!
გიონატ
30 ივნისი 2022 00:58
1
ვაისს მანდამაინც ქართველებით უნდა ქართველების დამარცხება მაგრამ ვერ მოესწრებაა, წიიიინ დინამო ბათუმი სლოვანს გავხევთ
Batumi90
29 ივნისი 2022 22:02
2
ფაქტიურად საქართველოს ნაკრების ვარჯიშია რა
ქომაგი
29 ივნისი 2022 20:03
1
ვფიქრობ ამ ეტაპისთვის ძალიან კარგია, ვაისი კარგად იცნობს და იცის მისი შესაძლებლობები და ნდობაც ექნება.

რაც შეეხება ჩვენთან დაპირისპირებას რა თქმა უნდა ბათუმს ვგულშემატკივრობთ, მანდ ორი აზრი არც შეიძლება იყოს !!!

ეხ, კვარა რომ გვყავდეს :( მაგრამ ბრძოლა შეიძლება, უშანსოდაც არ ვიქნებით.
Joko
29 ივნისი 2022 20:37
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული