ჩაკვეტაძე "სლოვანში" და ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ - მოსალოდნელი ტრანსფერი

AutoSharing Option
სპორტულ გვერდ 90 min-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავის "სლოვანში" ითამაშებს. მხარეებს შორის ყველა დეტალი მოგვარებულია. გარიგების ტიპი ჯერჯერობით არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, გიორგი ბელგიურ "გენტს" ბოლოს გერმანულ "ჰამბურგში" იჯარით ჰყავდა გაშვებული. 

რაც შეეხება "სლოვანს", მოგეხსენებათ, ვლადიმირ ვაისის გუნდი ბათუმის "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება. შეხვედრები 6 (ბრატისლავაში) და 13 ივლისს (ბათუმში) შედგება. 

ასე რომ, შესაძლოა, კაშიასა და კანკავასთან ერთად, ქართული კლუბის წინააღმდეგ ჩვენმა კიდევ ერთმა თანამემამულემ ითამაშოს.

altბათუმის "დინამოს" საჩუქარი - გულშემატკივრებს სლოვაკეთში გამგზავრების შანსი აქვთ

მკითხველის კომენტარები / 35 /
ეხ ჩაკვეს სლოვანში გადასვლა, რო გვიხარია, ვინ წარმოიდგენდა ამას:(
გოგა
30 ივნისი 2022 18:57
0
Batumis mere vaisis moxsna martla ar mifiqria gmertma araqnas datovon mere Europa Ligaze gadavlen.
Givi
30 ივნისი 2022 18:18
0
ვაისი არის უმაგრესი ადამიანი , ჯერ ერთი ჩაკვე ვაისის აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს, ზეპირად იცის მისი ხასიათი და ნიჭი , მერე მეორე კანკავა და კაშიასთან ერთად გატარებული დრო , ვარჯიშზე თუ მის გარეთ არის უმაგრესიი რამ ფეხბურთელისთვის , მითუმეტეს ჩაკვესთვის. ყოჩააღ უმაგრესი გადაწყვეტილებაა
ლშა_იუვენტინო
30 ივნისი 2022 16:11
2
ვაუ, მაგარი ინფორმაციაა, ალბათ საუკეთესო ამ მომენტისათვის, მიდი რა ჩაკვე, გაიღვიძე ბიჭო, გათენდა ქართულ ფეხბურთში და ძალიან გვჭირდები გიო, არ დაგავიწყდეს, რომ შენ ეს შეგიძლია.
30 ივნისი 2022 15:59
2
იმედია ბათუმთან წაგების მერე ვაისს არ გაუშვებენ გუნდიდან.დდდ
ტტტ
30 ივნისი 2022 15:32
1
უმაგრესი ამბავია ! დღეისთვის ზედგმოჭრილია ჩაკვესთვის პირველ რიგში ჩვენი სამულის(ვაისიც ჩვენია რაღაც ვარანტში)გამო ! ვაისიც კარად იცნობს და ჯაბა და კაშოც ყველანაირად დაუდგებან გვერდში ეს ალბათ ბოლო და უმაგრესი შანსია ჩაკვესთვის რომ ძველი ფორმა აღიდგინოს კი არა უფრო წინ წავიდეს ! კარგი იქნება თუ 1-2 წელი დარჩება იქ და სამუდამოდ მოშორდება იმ ბოსელ გენტს !
zura222
30 ივნისი 2022 15:15
1
ყველაზე კარგი ვარიანტია ნაცნობი მწთვნელი ჯაბა და კაშო ორი უპროფესიონალესი ფეხბურთელი კარგათ მოკიდებენ ხელს და იმედია დაიბრუნებს ძველ ფორმას
Qutaiseli
30 ივნისი 2022 14:06
2
წარმატებები ბათუმის "დინამოს"...
tngh
30 ივნისი 2022 12:58
0
ძალიან კარგი ვარიანტია ამ ეტაპზე. ბევრად უკეთესი ვიდრე ქართულ საშიშ მოედნებზე თამაში. ყველას გვინდა რომ ბათუმში ან თბილისში ითამაშოს, მაგრამ რეალურად დღეს სლოვანში თამაში ბევრად უკეთესია ჩაკვესთვის.
lasha_R9
30 ივნისი 2022 12:21
7
Forma unda agidginos vaistan kargi variantia am etapze,warmatebebi gios....
Givi
30 ივნისი 2022 07:44
1

სიახლეები პოპულარული