კვარაცხელია ქართულის და საუკეთესოს შერწყმაა - შოთა არველაძე

AutoSharing Option
1-ელ ივლისს ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა, 21 წლის გარემარბი იტალიურ კლუბში 5 წლით ითამაშებს. "ჰალის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ამ ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:

"მხოლოდ მისი ქართველობის გამო არ გვგონია ყველაზე მაგარი, უფრო იმიტომ, რომ ქართულის და საუკეთესოს შერწყმაა. იტალიელებმა კი არა, ბოლომდე ჯერ ჩვენც არ ვიცით, რა მაგარია! 

ხვიჩა კვარაცხელია, წარმატებები "ნაპოლიში!"

alt"კიბერშეტევა" - უპრეცედენტო აქტიურობა "ნაპოლის" სოციალურ ქსელებში - კიდევ ერთხელ ვულოცავთ ხვიჩას!


მკითხველის კომენტარები / 1 /
არმინდა, რომ ზეწოლის ქვეშ იყოს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა მთელმა ერმა, არმინდა იმაზე ფიქრობდეს, ვინმეს იმედები არ გავუცრუოო. პირველ რიგში თავისი სიამოვნებისთვის უნდა ითამაშოს და ყველაფერი თავისთავად მოვა, რაც უფრო ლაღად იგრძნობს თავს მით უკეთესი.
ინტერვიუშიც თქვა ქართველი გულშემატკივრის გახარება მინდაო, ძნელი იქნება თავიდან ადაპტაციის პერიოდი, ენა არ იცის, ქართველი არავინაა გუნდში, ყველაფერს ნულიდან იწყებს. დარწმუნებული ვარ თავიდან თუ ეგრევე გოლების შეყრა არ დაიწყო, ის ხალხი ვინც ახლა აქებს, საშინელ კრიტიკას დააყრის, ეგ არ გვეშლება ქართველებს.
სულ ველოდებით მესიას და ვაი თუ სადმე ფეხი დაუცდა ჩვენივე გაღმერთებულს ჩვენვე დავმარხავთ :))
იმედია გაუძლებს ამ ზეწოლას.
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული